"მისი ზოგიერთი იდეის მეშინოდა" - სპალეტი დე ლაურენტისზე

AutoSharing Option
"ნაპოლის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისთან ურთიერთობის შესახებ ისაუბრა.

ტოსკანელი სპეციალისტის თქმით, დე ლაურენტისის იდეებმა გუნდს სკუდეტო მოაგებინა, თუმცა ზოგ საკითხებზე მათ განსხვავებული შეხედულებები ჰქონდათ.

"ნეაპოლმა უამრავი მოგონება დამიტოვა, არასდროს დამავიწყდა სკუდეტოს მოგების შემდეგ გულშემატკივრების ემოციები.

დე ლაურენტისი? მას თავისი შეხედულებები გააჩნია. სიმართლე გითხრათ, ზოგიერთი მისი დარიგება გამოვიყენე. მერწმუნეთ, ამან "ნაპოლის" გასული წლის ტრიუმფში უდიდესი როლი შეასრულა. აურელიო ჭკვიანი პიროვნებაა, თუმცა სამომავლოდ მისი აზრები მაშინებდა.

ახლა მხოლოდ იტალიის ნაკრების განვითარებაზე ვფიქრობ", - განაცხადა სპალეტიმ.

შეგახსენებთ, ლუჩანომ გასულ სეზონში "ნაპოლის" ისტორიაში მესამე სკუდეტო მოაგებინა.

alt"ნეაპოლელი ბიჭუნა ვარ" - სპალეტი ქალაქის საპატიო მოქალაქე გახდა

altის, რასაც ყველა ელოდა - როგორ შეხვდნენ ერთმანეთს აურელიო დე ლაურენტისი და ლუჩანო სპალეტი [VIDEO]

alt"ეს დიდი ტყუილია" - ლუჩანო სპალეტი

მკითხველის კომენტარები / 3 /
გუნდის განვითარების პროგრამა "სექსი და შიმშილი" გაიქცეოდა აბა რას იზამდა
Levani
18:13 15-12-2023
2
"მისი აზრები,ნაპოლის მომავლის შესახებ,მაშინებდა"!კარგს არაფერს უნდა ნიშნავდეს,რაკი,ჩემპიონი გუნდიდან,უკანმოუხედავად გაიქცა.
სოსო
12:33 15-12-2023
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული