"ნეაპოლელი ბიჭუნა ვარ" - სპალეტი ქალაქის საპატიო მოქალაქე გახდა

AutoSharing Option
გასულ სეზონში "ნაპოლის" მიერ სკუდეტოს მოგების გამო მის ყოფილ მწვრთნელს, ლუჩანო სპალეტის, ნეაპოლის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.

სპალეტის სპეციალური მედალი ნეაპოლის მერმა გაეტანო მანფრედიმ გადასცა. დაჯილდოებას ქალაქის საბჭოს წევრები და კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი დაესწრნენ.

"ჯერ ნეაპოლში არ გადმოვსახლებულვარ, თუმცა ეს შეიძლება მოხდეს, ვინაიდან ამიერიდან ოფიციალურად სკუნიცო (ნეაპოლელი ქუჩის ბიჭუნა) ვარ. საპატიო მოქალაქის სტატუსი უდიდესი მნიშვნელობისაა და მაბედნიერებს. ამიტომ, გარდა შედეგებისა, ჩემსა და ნეაპოლელებს შორის კავშირი არსებობს, რაც შესანიშნავია", - ციტირებს სპალეტის Rai.

მკითხველის კომენტარები / 2 /
გულაობენ ხვიჩას გაკეთებულზე და აწი ვერცერთი ეღირსება შარშანდელ მიღწევებს. თქვენ კიდევ ხვიჩას უჯავრდებით, მოუკელიო...აბა ამათ გამო მოიკლას თავი?
ოჰო
15:45 08-12-2023
2
დიდებული პიროვნება!!!
დრანდელი
11:37 08-12-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული