"ეს დიდი ტყუილია" - ლუჩანო სპალეტი

AutoSharing Option
20 ნოემბერს, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ტურში, იტალიის ნაკრებსა და უკრაინას შორის გამართული მატჩის (0:0) შემდეგ "აძურიმ" ევრო 2024-ის საგზური მოიპოვა.

მატჩის შედეგმა საფეხბურთო სამყაროში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია და გამოითქვა აზრი, რომ შეხვედრის მთავარი არბიტრი ხშირად გადაწყვეტილებებს სპალეტის გუნდის სასარგებლოდ იღებდა. ამასთან დაკავშირებით ჟურნალისტმა შეკითხვა თავად ტოსკანელ სპეციალისტსაც დაუსვა.

"მინდა მივმართო მათ, ვინც მიიჩნევს, რომ იტალია ჯგუფიდან გასვლას არ იმსახურებდა. ნუ ამბობთ, რომ ამაში ვინმე დაგვეხმარა, ეს დიდი ტყუილია. ჩვენ ევრო 2024-ზე თამაში დავიმსახურეთ. ჩემი ფეხბურთელების თამაშით კმაყოფილი ვარ",
- განაცხადა სპალეტიმ.

altიოჟეფ საბო: მსაჯმა იტალია ევროზე გაათრია - ისინი მეტს იძლევიან?

altსპალეტის გაწვრთნილი იტალია უკრაინას დაუზავდა და ევროპის ჩემპიონატზე გავიდა

alt"სპალეტის "ნაპოლის" თამაში ზეპირად მაქვს შესწავლილი" - რა უთხრა მაცარიმ დე ლაურენტისს

altინგლისმა იტალიას მოუგო და ევრო 2024-ზე გავიდა - სპალეტის გუნდი ჯგუფში ჩარჩება?

მკითხველის კომენტარები / 10 /
ქოცები ვაზიარებთ სპალეტის სურათს და მადლობას ვუხდით :) აბა ზელია ჯობდა ევროზე? ასე არაა ქოცებო?!
ციციკორე
19:33 24-11-2023
16
ზედიზედ მესამე დიდი ფორუმი მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონების გარეშე გამორიცხული თემა იყო და მოხდა ის რაც მოხდა. . .მორჩა და გათავდა. . . რო გადაემოწმებინათ უნდა დაედოთ პენალი.ეგ უარესს სკანდალს გამოიწვევდა. . . წინა შესარჩევზე უელსთან 0-0 ზე რომ არ დადო პენალი ეს შემთხევა იმასთან ახლოსაც ვერ მოვა. . მაშინ მსაჯი ხო იქვე იდგა და უბრალო კონტაქტი კიარა ცელივით გამოუსვა ფეხი. . .არც მაშინ ჰქონდათ უკრაინელებს რეაქცია. . . მონას არ აქვს რეაქციის უფლება. . . აი ეგრე არ ექნება რეაქცია საქართველოშიც მარტის თამაშებზე. . .
ნაპოლეონი
16:50 24-11-2023
13

სიახლეები პოპულარული