მოსკოვის "ლოკომოტივმა" მარადიშვილი იჯარით გაუშვა

AutoSharing Option
ადრე რამდენიმეჯერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოსკოვის "ლოკომოტივის" 23 წლის ნახევარმცველი კონსტანტინე მარადიშვილი საქართველოს მოქალაქეობას მიიღებდა და "ჯვაროსნების" რიგებში იასპარეზებდა, რაც ჯერჯერობით არ დადასტურდა. მან დღეს კლუბი გამოიცვალა.

2021 წელს ცსკა-სგან 7 მილიონ ევროდ შეძენილი მარადიშვილი "ლოკომოტივმა" სეზონის ბოლომდე იჯარით "პარი ნიჟნი ნოვგოროდში" გაუშვა.

"ჩვენს გუნდში მარადიშვილი 5-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი ხუთიანზე იქნება", - დაწერა "პარი ნიჟნი ნოვგოროდის" გენერალურმა დირექტორმა დავიდ მელიკ-გუსეინოვმა ტელეგრამ-არხზე.

ამ სეზონში მარადიშვილმა 14 მატჩში 1 გოლი გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
მარადიშვილმაც თქვა რომ რუსეთში მირჩევნიაო თამაში, ხოდა იჯდეს რუსეთში და იქ ითამაშოს !
1
Შენ სადა ზიხარ ეგ იკითხე,განვადებით ნაყიდ ტელეფონს მშიერი მუცლით რო აჩხაკუნებ
1-ს
21:20 24-12-2023
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული