"დეილი მეილის" ცნობით, "ალ ნასრის" 31 წლის სენეგალელი თავდამსხმელი სადიო მანე დაქორწინდა.
მანემ ცოლად 18 წლის აიშა ტამბა მოიყვანა, რომელსაც ორი წელი ემიჯნურებოდა, მაგრამ ამას ფარულად აკეთებდა, რათა ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი არ გამხდარიყო.
მათ ქორწილი 7 იანვარს გადაიხადეს. აიშა არქიტექტორის შვილია და სოციალურ ქსელებში მის შესახებ ვერავითარ ინფორმაციას ვერ მოიპოვებთ.