12:36 14-01-2024
გადადებული თაფლობის თვე და ოჯახების შეთანხმება ქორწილზე - როგორც დახვდნენ 18 წლის აიშას სკოლაში, როდესაც გაიგეს, რომ ის ცოლად მანეს გაჰყვა [VIDEO]
AutoSharing Option
"ერთ დღესაც ჩემი მეუღლე და აიშა მანეს ოჯახს შეხვდნენ და ეს ცხოვრებაში პირველად მოხდა. სადიო ალბათ რაღაც განსაკუთრებულს ხედავდა ჩემს ქალიშვილში, მისი ოჯახი კი ამას ძალიან აფასებდა.
მერე ჩემთან მანეს ოჯახის წევრები მოვიდნენ და ტრადიციისამებრ ვიმსჯელეთ. შევთანხმდით, რომ როდესაც აიშა 18 წლის გახდებოდა, მანეს ცოლად გაჰყვებოდა და ჩემი გოგონა ამას დასთანხმდა. ღმერთმა გააკეთა ის, რაც მისთვის საუკეთესო იყო. ისინი ერთმანეთს არ ხვდებოდნენ, რადგან აიშა ჯერ კიდევ არასრულწლოვანი იყო", - თქვა გოგონას მამამ.
Daily Mail წერს, რომ წყვილს თაფლობის თვე არ ექნება. მანეს საუკეთესო მეგობრის, მუსა ნდიაეს თქმით, აიშას მშობლებმა ამის დროებით გადადება მოითხოვეს, რადგან ახლა სკოლაში გოგონას წინ მნიშვნელოვანი გამოცდები ელის და უნდათ, რომ სწავლაზე იყოს ორიენტირებული.
ინტერნეტში კი ვრცელდება კადრები, რომელიც იმ დღის შემდეგაა გადაღებული, როდესაც გაირკვა, რომ მანე 18 წლის აიშაზე დაქორწინდა.
თავად ფეხბურთელი კოტ'დიუვარშია და თავის ქვეყანას აფრიკის თასზე ეხმარება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები
პოპულარული