"სიმართლის თქმის უფლებას არ გაძლევენ" - ლინეკერი ისრაელი-პალესტინის კონფლიქტზე

AutoSharing Option
ინგლისის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა და ამჟამად, საფეხბურთო ექსპერტმა გარი ლინეკერმა ისრაელსა და პალესტინას შორის მიმდინარე კონფლიქტის შესახებ ისაუბრა. 

"ბარსელონას" ექსთავდამსხმელმა ტვიტერში გამოაქვეყნა პოსტი ფეხბურთიდან ისრაელის მოკვეთაზე, თუმცა მოგვიანებით ის წაშალა. გარი "ჩელსის" ყოფილმა მწვრთნელმა, ავრაამ გრანტმა და დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრებმა გააკრტიკეს. ლინეკერი კი მიიჩნევს, რომ აზრის თავისუფლად გამოხატვის საშუალებას არ აძლევენ. 

"ყველა, ვისაც ამ თემაზე ვესაუბრები, ფიქრობს: "რა ჯანდაბა ხდება?!" მაგრამ როცა პირს აღებ ან სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებ - ყველაფერი ტოქსიკური ხდება. რა აზრიც უნდა დააფიქსირო, შეტევა ყოველთვის
აგრესიული და მძლავრია. როგორ შეიძლება, მშვიდობის სურვილი განსჯადი იყოს? ნამდვილად არ მესმის. არაა აუცილებელი ისლამოფობი იყო, რათა ჰამასის მოქმედებები დაგმო და ანტისემიტი იყო, რათა ისრაელის სახელმწიფოს ქმედებები გააკრიტიკო. რაც ახლა ხდება, ეს მიუღებელია, როცა დაღუპული ბავშვების რიცხვს შევხედავ, ცუდად ვხდები.

ებრაელი მეგობრები ისრაელის მხარდაჭერას მთხოვდნენ. მარტივი პასუხი მქონდა: "არავითარ შემთხვევაში!" და მათაც მოვუწოდე იმავეს გაკეთებისკენ. ვიცი, რომ პრობლემა არა ებრაელ ხალხში, არამედ ხელისუფლებაშია. ისიც მესმის, რომ მთავრობა 7 ოქტომბერს მომხდარ ამბებზე რეაგირებს, მაგრამ, ეშმაკმა დალახვროს, 1 აფეთქების პროპორციული 80 აფეთქება არაა," - თქვა ლინეკერმა. 

ისრაელსა და პალესტინას შორის კონფლიქტი ისრაელის სახელმწიფოს შექმნის შემდეგ მიმდინარეობს. დაპირისპირება გამწვავდა 2023 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ, როცა ჰამასის სამხედრო ფრთა ისრაელის მიერ კონტრორილებურ ტერიტორიებზე შეიჭრა, რასაც დაახლოებით, 1200 ადამიანის სიკვდილი მოჰყვა. ამის საპასუხოდ ისრაელის სახელმწიფომ ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაცია წამოიწყო - ებრაული მხარის მოქმედებებს 25 000-მდე ადამიანი ემსხვერპლა, 62 000-ზე მეტი ადამიანი მძიმედ დაიჭრა. 

მომზადებულია The Guardian-ის მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 26 /
მართალია ეს კაცი. ებრაელი ერი ჩვენი მეგობარია, მაგრამ 25000 კაცის ამოხოცვა ეს უკვე გენოციდია. ნაცისტები რომ ამბობდნენ: ყველა ებრაელი ცუდია და უნდა განადგურდეს, ასევე პროპაგანდოირებს ისრაელის ხელისუფლება: ყველა პალეტინელი ტერორისტია და უნდა განადგურდეს. ყველა ნამდვილად ვერ იქნება ტერორისტი! ირანის ბრალია რომ უჩხიკინებს პალესტინელ ტერორისტებს, და დიდი სახელმწიფოები რომ პატარა ერების წაქეზებით ერთმანეთს აომებენ, რომ თავისი ჩაწოლილი სამხედრო იარაღი გაასაღონ და სამხედრო მრეწველობა ახალი დატვირთებით ტრილიონებზე აამუშავონ. ღმერთო, მადლობა რომ არ წამოვეგეთ პროვიკაციებს და მშვიდობა გვაქვს.
ქუთაისელი
21 იანვარი 2024 12:24
7
ერთი პოსტი მაინც დაეწერა ლინეკერს რო რუსეთი ტეროსისტული სახელმწიფოა და რასაც უკრაინაში 2 წელია აკეთებს ეწინააღმდეგება ყველანაირ საერთაშორისო სამართალს და მერე დავიჯერებდი მის გულწრფელობას. იგივე ეხება სხვებსაც მაგალითად უფს ის მებრძოლებს ხაბიბ ნურმაგომედოვს და ხამზატ ჩიმაევს. ხმა არამოუღიათ უკრაინაზე, სადაც ათასობით ბავშვი გააუპატიურეს აწამეს ქვეყანა თავზე დააამხეს ბაღები დაბომბეს და ისრაელი ჰამასის კონფლიქტი 15 წუთის დაწყებული არიყო აიკლეს ინსტაგრამი პალესტინელებს ჩაგრავენო.
ქართველი
21 იანვარი 2024 12:20
27
ქართველს-ს თუ სიმართლეს ამბობ დადე ლინკი, ან აქამდე რატომ არ დადე, ან გამოვა რომ რუსულა ნარატივს ავრცელებ!
Irakli
21 იანვარი 2024 14:06
8
კი დაწერა და ამ საიტზეც დევს რამდენიმე. შეგიძლია აქ მოძებნო ან მის პირად სოციალურ ექაუნთზე გადახვიდე და წაიკითხო. ერთი კიარა ბევრი პოსტი დაწერა უკრაინაზე და რუსეთზე ზუსტად იგივე შინაარსით. და რუსი სპორტსმენების მოკვეთის დიდი მომხრე იყო როცა განიხილებოდა.
პასუხი
21 იანვარი 2024 14:03
0
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული