კიდევ უფრო მკაცრი წესები რასიზმის წინააღმდეგ - ინფანტინოს ინიციატივა

AutoSharing Option
ფიფას ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა ორგანიზაციის პრეზიდენტი ჯანი ინფანტინოს განცხადება, რომელიც რასისტული ქმედებებს ეხება. 

შვეიცარიელმა საზოგადოებას გუშინ, 20 იანვარს "უდინეზესა" და "მილანს" შორის გამართული მატჩის პერიპეტიების ფონზე მიმართა. სერია ა-ს შეხვედრა სტუმართა მეკარე მაიკ მენიანის (და არა მენიო!) რასისტული შეურაცხყოფის გამო დროებით შეწყდა. 

"აუცილებელია, რომ განათლების პროცესში ჩართულმა ყველა მხარემ იმუშავოს სკოლებში, რათა მომავალმა თაობებმა კარგად გაიგონ, რამდენად მიუღებელი რამ არის რასიზმი და ისიც, რომ მისი ადგილი ფეხბურთსა და საზოგადოებაში არ არის. 

სამეტაპიანი პროცესის (მატჩის შეჩერება, მატჩის განმეორებითი შეჩერება, შეხვედრის
გაუქმება) მიღმა, აუცილებლად უნდა შემოვიღოთ წესი, რომლის თანახმადაც ავტომატური წაგება ჩაეთვლება იმ გუნდებს, რომელთა ფანებიც რასიზმს რაიმე ფორმით გამოხატავენ," - ვკითხულობთ ინფანტინოს სახელით გავრცელებულ ტექსტში. 
მკითხველის კომენტარები / 3 /
ვინ არის ეს უტვინო ესა, ფეხბურთს მიხედე, ფულის ყომარად რომ იქცა, ეს დიდებული სპორტი, ფეხბურთს! ტფუიი...
ლევანი
19:25 21-01-2024
4
აიყვანე გუნდში ერთი ფერადკანიანი მოთამაშე, შეუშვი მოწინააღმდეგის მაისურებში გამოწყობილი შენი გულშემატკივრები თამაშზე (ოცი კაცი ეყოფა), აძახებინე რასისტული ტექტები და ჩემპიონი გახდები იმ წელს. :))
გოგია
18:25 21-01-2024
0

სიახლეები პოპულარული