რაიკაარდის მეორედ დაბრუნება? - ლაპორტას ნიდერლანდელთან თანამშრომლობა სურს

AutoSharing Option
როგორც მოგახსენეთ, სეზონის ბოლოს ხავი ერნანდესი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტს დატოვებს.

Marca-ს ცნობით, "ბლაუგრანას" პრეზიდენტ ჟოან ლაპორტას გუნდში ფრენკ რაიკაარდის მიწვევა სურს, ნიდერლანდელი სპეციალისტი 10 წელია, რაც უმუშევარია.

გამოცემის ინფორმაციით, მხარეებს შორის კონტაქტი უკვე შედგა, თუმცა შეთანხმების მიღწევასთან ახლოს არ არიან.

შეგახსენებთ, რაიკაარდი "ბარსელონას" 2003/2008 წლებში წვრთნიდა და 2006 წელს კატალონიურ კლუბს ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა.

altრაიკაარდი: ჰოლანდიის ნაკრებს ევრო-2012-ის მოგება შეუძლია

მკითხველის კომენტარები / 1 /
მიუხედავათ რაიკარდისადმი პატივისცემისა,ლაპორტა აჩუკენებს
Sake
18:37 13-02-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული