ლურჯი ბარათი ფეხბურთში? - დღეს საბჭო გადაწყვეტილებას მიიღებს

AutoSharing Option
Telefootball-ის ცნობით, ფეხბურთის საერთაშორისო ასოციაციის საბჭო დღეს, 9 თებერვალს, ლურჯი ბარათების შემოღებას მხარს დაუჭერს.

მას შემდეგ, რაც მსაჯი ფეხბურთელს ლურჯ ბარათს უჩვენებს, მოთამაშე მოედანს 10 წუთით დატოვებს. ლურჯი ბარათით გაფრთხილებას მიიღებენ ფეხბურთელები, რომლებიც სახიფათო შეტევას ჩაშლიან ან მსაჯს შეეკამათებიან.

მოთამაშე, რომელიც 2 ლურჯ ბარათს მიიღებს, მოედნიდან გაძევებული იქნება. ასევე, თუ ფეხბურთელი ლურჯი ბარათის მიღების შემდეგ ყვითელ ბარათს მიიღებს, ავტომატურად წითელ ბარათად გადაკეთდება.

ნებისმიერ შემთხვევაში, აღნიშნულს 2024/2025 წლების სეზონში მამაკაცთა და ქალთა შორის ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასის შეხვედრებში გამოცდიან.
მკითხველის კომენტარები / 20 /
შემოიღონ შავი ბარათი ამ ბარათის მიმღებ მოთამაშეს ცალ თვალს აუხვევენ
ზურაბ
17:21 10-02-2024
0
ეს ათი წუთი,სუფთა სათამაშო დრო იქნება?
ელგუჯა
09:48 10-02-2024
0

სიახლეები პოპულარული