ზელინსკის ქმედებამ თანაგუნდელები აღაფრთოვანა - La Gazzetta dello Sport-ი დეტალებზე წერს

AutoSharing Option
გადაწყვეტილი ამბავია, რომ სეზონის დასრულების შემდეგ "ნაპოლის" ნახევარმცველი პიოტრ ზელინსკი "პარტენოპეის" დატოვებს და კარიერას "ინტერში" გააგრძელებს.

იმის გამო, რომ პოლონელმა "ნერაძურიში" სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა, ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა მისი დასჯა გადაწყვიტა და ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის განაცხადიდან მოკვეთა.

მიუხედავად ამისა, გასულ კვირას ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის პირველ მატჩში, "ნაპოლისა" და "ბარსელონას" შეხვედრისას (1:1), ზელინსკი საკუთარ გუნდს გულმხურვალედ გულშემატკივრობდა და სათადარიგოთა სკამის ფეხბურთელებთან ერთად "პარტენოპეის" ამხნევებდა.

აღნიშნულმა ქმედებამ "ნაპოლის" ფეხბურთელების აღფრთოვანება გამოიწვია", - წერს La Gazzetta dello Sport-ი.

შეგახსენებთ, ზელინსკი "პარტენოპეის" 2016 წელს, "უდინეზედან" შეუერთდა.

altკალცონამ კვარაცხელიას შესახებ გადაწყვეტილება მიიღო - იქნება თუ არა ხვიჩა "კალიარისთან" სასტარტოში?

altზელინსკის შემცვლელის შეძენა "ნაპოლის" 18-20 მილიონი დაუჯდება

alt"მის ბოლო თამაშებს უყურეთ?" - დე ლაურენტისმა ზელინსკის აგენტი გააკრიტიკა

მკითხველის კომენტარები / 10 /
კომბლეს! ასეთი ბოღმით და ვითომ პროფესორობით ძალიან გაგიჭირდება ცხოვრებაში,ცოტა პოზიტივიც იქნებ დაინახო კვარას გარშემო, თუნდაც რამდენმა ადამიანმა დაიწყო ფეხბურთის ყურება.
ნიკო
25 თებერვალი 2024 17:25
2
ხო ხარ კომბლე, ხოდა აუცვი იალაღზე ცხვარში, შემოიგდე ეგ შენი კომბლე: მწყემსე და მწყემსე ცხვრები რამდენიც გინდა! არ არის შენი საქმე "საფეხბრთო ექსპერტობა" უბრალოდ არ გამოგდის, თავს იმასხარავებ ტყუილად! აბა გზა დაგვილოცნია! ადიოს!!!!!!!
კომბლეს!
25 თებერვალი 2024 19:49
1
კარგი.რადგან ეგრეა დავწერ რატომ არ მომწონს კვარა.
კაცს, რომელიც უნდა კაცობდეს და ისევ ბავშვია.
ბავშვს, რომელსაც მინიმუმ ათჯერ მეტი შეუძლია, შეუძლია სიცოცხლეშივე ლეგენდად იქცეს. ამისთვის საჭიროა ჩამოაყალიბოს საკუთარი აზრი, მგელია და ტარზანად გადაიქცეს, ტარზანად! ჩვენ ქართველებს ესეთი შანსი კიდევ ასი წელი აღარ გვექნება რომ ვიამაყოთ?
მინდორზე შესვლის დროს რომ იკითხავს; მე რა უნდა გავაკეთო?საზამთრო აარჩიეო რომ ეთქვა ტრენერს, აარჩევდა?
ხოდა თქვენ მითხარით, რატომ უნდა დავუკრა ტაში? რისთვის? ვიმეორებ; მინიმუმ ათჯერ ძლიერი უნდა იყოს და ზოგჯერ გვანახებს, რომ რადგან ხელებს შლის, ხიპიშობს ძალიან მაგარი ტიპია, ამისთვის ვიბღავლო კვარააა! ბრავო კვარააა!??

არა ბატონებო, არა! სანამ ეს ბიჭი მაქსიმუმს არ დადებს, სანამ ნახევარ მსოფლიოს არ გააცნობს საქართველოს და სასწაულ სანახაობას არ შესთავაზებს, კვარას მე ტაშს არ დავუკრავ.
თქვენ იბღავლეთ და თქვენ გადაიტყავეთ ხელის გულები, მე კი, დაველოდები მის სიდიადეს, თუ არადა ეეეხ, რამდენი ეგეთი ქართველი გაფუჭებულა მწვანე ფერის გამო, ვინ მოთვლის. თქქვენ მაინც დაგითვლიათ, ეს მერამდენე ქართველია ვარსკვლავობის კანდიდატი?
კ ო მ ბ ლ ე
25 თებერვალი 2024 16:16
32
როცა ამბობ "ჩვენ ქართველებს" უკვე იტყუები. შენ არ ხარ ქართველი და ნუ იბრალებ. მიხედე შენს ქვეყანას და წერე მათზე. შეგვეშვი ქართველებს.
კომბალას
25 თებერვალი 2024 18:04
0
შენისთანების არ ტაში ჭირდება არც არაფერი ჯობია სხვა სპორტს უყურო ფეხბურთი არაა შენი სპორტი ბეისბოლს უყურე ჯობია გირჩევ
Beqa
25 თებერვალი 2024 17:38
3
ყველა გამოხმაურება
ეეეხ...არ არის შენი საშველი,კომბლე იყავ და სულ კომბლედ დარჩები!
წნევა
25 თებერვალი 2024 19:21
0
Eg kombali ginda shen ert adgilas
Misha
25 თებერვალი 2024 23:21
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული