როგორი შეფასება მიიღო კვარაცხელიამ "კალიარისთან" მატჩში?

AutoSharing Option
სერია A-ს 26-ე ტურში "ნაპოლი" "კალიარის" ესტუმრა, მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.

"პარტენოპეის" გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ მოედანზე 73 წუთი გაატარა, ქართველი მატეო პოლიტანომ შეცვალა.

მისი გარჯა ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: Flashscore 6.7 ქულა, Sofascore 6.7 ქულა, Whoscored-ი 6.7 ქულა.

"ნაპოლი" სერია A-ს სატურნირო ცხრილში 37 ქულით მე-9 ადგილს იკავებს, "პარტენოპეი" მორიგ შეხვედრას 28 თებერვალს, "სასუოლოს" წინააღმდეგ გამართავს.

მკითხველის კომენტარები / 23 /
აბა ეს Flashscore 6.7 ქულა, Sofascore 6.7 ქულა, Whoscored-ი 6.7 ქართული საიტებია?
Sosos
26 თებერვალი 2024 11:32
2
მაინც ვერ ამიხსნია რაში სჭირდება ამ გამოცემებს ასე გაბერილი და დავარცხნილი შეფასებები,სუბიექტური შეიძლება იყო სხვა და სხვა მიზეზით, მაგრამ ასე აშკარად თვალში ნაცარის შეყრა მაინც ზედმეტია.... რა-6,7!!...ბიჭი ისეთი გაცოფებული იყო თავის თავზე, თამაში რომ არ წაუვიდა ამ ბოლო ორ მატჩში ლამის ქვების სროლა დაიწყო, ყველაზე კარგად ფეხბურთელებმა ამ შემთხვევაში კვარამ იცის როგორ ითამაშა და რატომ შეცვალეს, სწორებაც საკუთარი თამაშის გამო იყო გაცეცხლებული და არა შეცვლით. ბარსრა გასაგებია, მაგრამ გუშინაც რა ფეხები შეეკრა ასე სუსტ მეტოქესთან, თანაც დასამტკიცებელი ჰქონდა რომ ბასრასთან უსუსური თამაში შემთხვევითობა იყო........მაგრამ ფაქტიურად ისევ ინერტული,უინტერესო და უშედეგო თამაში, ისევ ჯიუტად ცდილობს მატაობით,რაღაც შექმნას,რომელიც უკვე ყველამ იცის, რამდენჯერმე თითქმის დაძაბა მგომარეობა, მაგრამ მეტწილად დაკარგა ან უკან პასი.....კიდევ მისი ასეთი სწორხაზოვანი თამაში თვალშისაცემად აფერხებს ნაპოლის სწრაფ იერიშებს, ისე როგორც ვერ ისწავლა დაცვაში თამაში, რაც თანამედროვე ფეხბურთში ეთთ-ერთი ძირითადი კომპონენტია, ისე როგორც მაღალი პრესინგი, უდავოა ამას ჩემზე კარგად მწვრთნელი ხედავს და ამიტომაც შეცვალა ორივე ჯერზე თამაშის გადამწყვეტ ბოლო მესამედში......იტალიური გამოცემების შეფასებებშიც კარგად ჩანს თუ რა დონეზე ითამაშა-5.0-5.5, ყველაზე დაბალი გუნდში-რახმანთან,მაზოკისთან,ჯესუსის და ზელინსკისთან ერთად........არენანაპოლი-5.5, კალჩონაპოლი-5.0,გაზეტა-5.0 ეუროსპორტი.იტ-5.5.......
SOSO
26 თებერვალი 2024 10:56
5
კვარას სჭირდება კარგი კონტრაქტი, უფრო სწორად ღირსეული კონტრაქტი
bebe
26 თებერვალი 2024 09:45
2
იმედია მოუმატებს,სხვა გამოსავალი უბრალოდ არ არსებობს,სისწრაფე,სისხარტე,ფინტების და დრიბლინგების კიდევ უფრო დახვეწა,მუშაობა საკუთარ თავთან,შრომა აუცილებლად გამოიღებს შედეგს,წარმატებები!
დავითი
26 თებერვალი 2024 06:12
0
ხვიჩა ჩვენო სიამაყევ,ჩვენო ზეადამიანო...უთვალავი სიხარული და წარმატებები გელოდება წინ.არდაგავიწყდეს ჯერ კიდევ 23 წლის ხარ.
ნელი გუგავა
26 თებერვალი 2024 02:18
10
ვაი შენს პატრონს.
ტოტო
26 თებერვალი 2024 10:01
2
Axla nakrebis tamashamde nu gadaicveba emociurad morcha clevandeli sezoni xvicha. xuteulshic ver gaxvalt moeshvi da sakutari skilebi daxvece.tu iqneba barsadan zari aucileblad cadiii
Ff
25 თებერვალი 2024 22:59
5
ჩემი ( მოკრძალებული) შეხედულებითა და სპორტში გარკვეული გამოცდილებით, მგონია რომ კვარაცხელიას პრობლემა არის იმაში, რომ ჯერ არ არის ფსიქოლოგიურად დამწიფებული.არ ესმის მთავარი, რომ ჯერჯერობით არის უდავოდ ნიჭიერი ფეხბურთელი, მაგრამ თუ ეხლა ვერ მოუმატა თამაშს, ვერ მოუმატა ფიზიკურ მომზადებას,ვერ მოთოკა ემოციები,მაშინ დადგება საფრთხე რომ გადაიქცევა საშუალო დონის ფეხბურთელი. ისიც მინდა ვთქვა, რომ გარემოცვას შეუძლია დიდი როლი ითამაშოს , როგორც წარმატებაში, ასევე კარიერის დანგრევაში.
Walter White
25 თებერვალი 2024 22:07
1
ფსიქოლოგიურად ნამდვილად, ვერ არის მზად და მეტი თავშეკავება სჭირდება.
გიო
25 თებერვალი 2024 23:31
2
რა გინდათ ხვიჩასგან ბოლოს და ბოლოს? კაცს მთელი თამაში არ ან ვერ ამჩნევენ, პასის მისაღებად ლამის საკუთარ საჯარიმოში ჩამოდის, 2-3 კაცი მუდამ წინ უდგას და ეჭიდავებიან, რა ქნას, გადააფრინდეს ყველას თავზე? ცდილობს რაც შეუძლია. ელემენტარულ სტენკას ვერავინ ეთამაშება, პოლიტანო ღორობს, რასპადორი-სიმეონეც იგივე, მცველებიც კი კარში უბრახუნებენ. მეორე თამაშია კარში ვერ დაურტყამს ამ ნახირის გადამკიდე. სადაა კაიუსტეებისა და ჟესუსების მოსაგები? გუნდია ნელი, მოკლე პასებით, თანაც უკვე მესამე გამობრაჰმანებული მწვრთნელით. სასწრაფოდ უნდა გადავიდეს უკეთეს გუნდში და ნახავთ თუ იქაც ჩემპიონი არ გახადოს პირველივე წელს.
რეგრესი თქვენ გაქვთ, ხვიჩას კი არა
25 თებერვალი 2024 22:05
19
აჰა, კიდევ ერთი - ვნახოთ რამდენ ლაიქს დააგროვებს ;)
Gogi-ს
25 თებერვალი 2024 22:08
5
ამ კაცს უნდა ნებისმიერი სტაბილური და წყნარი გუნდი რომ თავადაც დამშვიდდეს და წინ სწრაფი ტემპით წავიდეს. მშვიდი გარემო უნდა ყველანაირად. აქედან ვგრძნობთ რა საზიზღარი გარემოა ლავრენტას ირგვლივ, უვარგისი კაცია ლავრენტა და ეს წესიერი ხვიჩა იჩაგრება რაღაც ფორმით
საბურთალო
25 თებერვალი 2024 21:57
4
ფულის ტომარა გონიათ შინაურებს და ჩადიან იქ საგრიალოდ ეტყობა. ფეხბურთს გულს ვეღარ უდებს ეტყობა. ცალკე ის აფერისტი რომ ყავს და ცალკე ვინ მოთვლის.......
სიმართლე
25 თებერვალი 2024 21:52
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული