"გვეგონა, დინოზავრები გადაშენდნენ" - ფემინისტები "სელტიკის" მწვრთნელ ბრენდან როჯერსისგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ

AutoSharing Option
"სელტიკის" მთავარი მწვრთნელი ბრენდან როჯერსი გენდერულ კონფლიქტში გაეხვია და ახლა მისგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ.

ყველაფერი კი შოტლანდიის პრემიერლიგის 27-ე ტურის მატჩის შემდეგ დაიწყო, სადაც გლაზგოელებმა "მოზერვილი" გასვლაზე 3:1 დაამარცხეს.

ჩრდილოირლანდიელი ინტერვიუს ჟურნალისტ ჯეინ ლუისს აძლევდა, საუბრის მიწურულს კი სიტყვა "კარგი გოგო" უთხრა. 

ამ კომპლიმენტმა ადგილობრივი ფემინისტების აღშფოთება გამოიწვია. შოტლანდიურმა ფემინისტურმა ქსელმა როჯერსის საქციელს "შემთხვევითი სექსიზმი" უწოდა და მწვრთნელს ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდა.

"ჩვენ გვეგონა, რომ დინოზავრები გადაშენდნენ", - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
მკითხველის კომენტარები / 20 /
ეს რა უთქვამს ბიჭოოოოოო.
დახვრიტეთ რო აღარავინ გაბედოს ამ საშინელი ფრაზის გამოყენება მეორეჯერ
მეგრელი
13:56 29-02-2024
0
ჰოლივუდში"ლამაზი ქალი"გადაიღეს,შესანიშნავი ფილმია,მგონი ოსკარიც მოიგო და შეურაცხყოფილად არავის უგრძნია თავი!კარგი გოგო რა ქვეყნის დაქცევაა?შარისთავები არიან და ვიღაცამ რომ შეუკურთხოს,იმასაც შეურაცხყოფად მიიღებენ.ქართულ ენაში გვაქვს ასეთი სიტყვა,"უტიფარი",რომელიც ტიფიდან მომდინარეობს და ნიშნავს ისეთ მოუხდინარ ადამიანს,რომელსაც ტიფიც კი ვერ ეკარება.ჰო და სწორედ ეს სიტყვა აღწერს სრულად,მათ პერსონებს:უტიფარი!
მაგათ ნაირებს,რაც მეტად მოუსმენენ,მით მეტად გადაგვარდებიან.
სოსო
14:25 29-02-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული