"ქართველ გულშემატკივარს ესიამოვნება მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელების ნახვა" - კახა კალაძე ლეგენდების მატჩზე

AutoSharing Option
ხვალ საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელები დავუპირისპირდებით მილანის "ინტერს". დარწმუნებული ვარ, ქართველ გულშემატკივარს გავახარებთ, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ქართველ გულშემატკივარს მილანის "ინტერის" საფეხბურთო კლუბის ნახვის შესაძლებლობა ექნება.

"ხვალ ბათუმში გაიმართება საფეხბურთო მატჩი. ქართველ გულშემატკივარს ექნება შესაძლებლობა, იხილოს მილანის "ინტერის" საფეხბურთო კლუბი, ლეგენდები, რომლებიც წლების განმავლობაში თავიანთ გულშემატკივრებს ახარებდნენ და უდიდეს სიხარულს ანიჭებდნენ.

ვფიქრობ, ყველა გულშემატკივარს ესიამოვნება იმ ყოფილი ფეხბურთელების ნახვა, რომლებიც წლების განმავლობაში მოწოდების სიმაღლეზე იყვნენ და მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო
ფეხბურთელები იყვნენ. საქართველოს ეროვნული ნაკრები, ყოფილი ფეხბურთელები, ვეტერანები, ჩვენ დავუპირისპირდებით მილანის "ინტერს".

დარწმუნებული ვარ, ქართველ გულშემატკივარს გავახარებთ. სასიამოვნოა ასეთი შეხვედრები, მნიშვნელოვანია ჩვენი შვილებისთვის, პატარებისთვის, ფეხბურთის პოპულარიზაციისთვის. მადლობა მინდა გადავუხადო Sports Orient-ს, რომელიც არის აღნიშნული შეხვედრის ორგანიზატორი", – განაცხადა კახა კალაძემ.

საფებურთო მატჩი ხვალ ბათუმში, "აჭარაბეთ არენაზე", 19:00 საათზე გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და მილანის "ინტერის" ლეგენდარული ფეხბურთელები დაუპირისპირდებიან. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს "პირველი არხი" შემოგთავაზებთ.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 6 /
ბიუჯეტი ანუ ჩვენ ვართ მატჩის დამფინანსებლები თუ ამ ღლაბუცს თქვენი ჯიბიდან იხდით? ამ თამაშის სარგებელი ფეხბურთის განვითარებისთვის არის ნული, თუ თქვენი ჯიბრეებიდან იხდით, მაშინ არაუშავს, მაგრამ არ მგონია რაღაც
llcl
13:05 06-03-2024
8
თქვენ Sports Orient-ი ხართ, რომ კითხულობთ, ჩვენი ჯიბიდან ვიხდითო?
თუ აზრის გამოტანა არ გეხერხებათ წაკითხული ტექსტიდან?
ისე, მეეჭვება, თქვენისთანები საერთოდ რამეს იხდიდნენ საკუთარი ჯიბიდან. აი, სხვისი ფულების თვლა კი უყვართ.
llcl-ს
18:52 06-03-2024
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული