"ის ჩემთვის ფენომენია" - სპალეტი "ნაპოლის" ფეხბურთელზე

AutoSharing Option
"ნაპოლის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ "პარტენოპეის" შესახებ ისაუბრა. იტალიის ნაკრების თავკაცის თქმით, თავის დროზე, "ნაპოლის" ფანებს ვიქტორ ოსიმენის შესაძლებლობების არ სჯეროდათ, თუმცა ნიგერიელმა ყველას საპირისპირო დაუმტკიცა.

"ჩემთვის ეს ბიჭი ფენომენია. მიუხედავად იმ სკეპტიციზმისა, რომელიც მის გარშემო არსებობდა, ვიქტორმა კრიტიკოსებს საპირისპირო დაუმტკიცა. ნიგერიელი არა მხოლოდ ბრწყინვალე ბომბარდირია, არამედ ტექნიკური თვალსაზრისითაც ძალიან მოუმატა.

კალცონამ შესანიშნავად იცის, რომ ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა, უპირველესად, ფორვარდის შედეგიან თამაშზეა დამოკიდებული", - განაცხადა სპალეტიმ.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს სატურნირო ცხრილში 43 ქულით მე-7 ადგილს იკავებს.

alt"დე ლაურენტისი

რამდენიმენაირი არსებობს"- სპალეტიმ "ნაპოლის" პრეზიდენტს დასცინა

alt"თუ ამ ინტერვიუს კითხულობ, აუცილებლად გამომეხმაურე" - სპალეტიმ "ნაპოლის" პატარა გულშემატკივარს მიმართა

altუნდა წავიდეს თუ არა ხვიჩა, რატომ ინგრევა "ნაპოლი" და რა იყო სპალეტის განაწყენების მიზეზი - ჟურნალისტი განმარტავს

მკითხველის კომენტარები / 15 /
ოსიმენიც და სხვებიც იქ გყავდა შე უმადურო მოლიპულო მაგრამ იტალის ჩემპიონობასთან ახლოსაც არ იყავი .. კვარს მოსვლის მერე გახდი ჩემპიონი ვითომ რომ კაცობ ... რა ქენი მანამდე შენ ოსიმენთან რას მიაღწიე??? არაფერს.. ნოლი იყავით მთელი გუნდი.. კვარას მერე გახდით ჩემპიონები და მსოფლიო აალაპარაკა კვარამ.. მარადონას მერე ასეთი პოპულარული არასროს ყოფილა ნაპოლი ყველა ქვეყანაში იციან ამ გუნდის სახელი და გადაცემს უძღვნიან .. ესეც ოსის დამსახურება?? ხოო უმადურო ბებერო მოლიპულო.... არასროს არ გიყვარდა კვარა 70 წუთზე ცვლიდი .. შენ დროს 90 წუთი პრაქტიკულად არც უთამაშია უმადურო.. კაცად გაკცია კვარამ ვინ გიცნობდა საერთოდ ერთი რიგითი მწვრთნელი იყავი როგორც კალცონა ეხლა... უმადური ადამინი არც ღმერტს უყვარს და არც ადამიანს ესა ილიამეორის სიტყვები ზუსტად მიგესადაგება შენ
ცისფერი მთები
17:34 08-03-2024
18
ოსიმენი თვითონ სპალეტიმ გამოძერწა, ასე ვთქვათ,
ამიტომ ეამაყება კაცს, რას ვერჩით.
კვარა კი თვითნაბადი ოქროა და სპალეტის არც ისეთი დიდი დამსახურებაა მის გავარსკვლავებაში
თენგო
15:48 08-03-2024
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული