Il Mattino: "ნაპოლი" ზაფხულში 7 ფეხბურთელს გაყიდის - სიაში ახალწვეულებიც მოხვდნენ

AutoSharing Option
"ნაპოლი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე შვიდ ფეხბურთელს გაყიდის. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური გამოცემა Il Mattino ავრცელებს.

წყაროს ცნობით, მომდევნო სეზონში "პარტენოპეის" რიგებში ვიქტორ ოსიმენს, ხუან ჟესუსს, ლეო ოსტიგორს, იესპერ ლინდსტრომს, იენს კაიუსტეს, პასკუალე მაძოკისა და ნათანს ვეღარ ვიხილავთ.

ვიქტორ ოსიმენი, დიდი ალბათობით, კარიერას პრემიერლიგაში გააგრძელებს. თავდამსხმელს საკუთარი ძალების მოსინჯვა ინგლისში სურს და ამის შესახებ არაერთხელ განაცხადა. რაც შეეხებათ სიაში მყოფ სხვა ფეხბურთელებს, ისინი კლუბის სამომავლო გეგმებში არ შედიან, ახალწვეულებმა კი იმედები ვერ გაამართლეს და დე ლაურენტისმა მათი გაყიდვა გადაწყვიტა.
მკითხველის კომენტარები / 19 /
გამეხარდებოდა კვარას ხილვა ამ სიაში
rigiti
18 მარტი 2024 22:33
2
გეთანხმებით, თუმცა გამიხარდებოდა და არა გამეხარდებოდა. სწორი ქართული ჯობს
Sniper
20 მარტი 2024 10:50
0
მეც!
555
19 მარტი 2024 19:21
0
ეს დე ლაურენტისიც რომ მიაყიდონ ცუდი არ იქნება
Solo
18 მარტი 2024 20:44
1
მასე თუ წავიდა საქმე 80% გასაყიდია ფეხბურთელების და ახლებია მოსაყვანი, ახალი გუნდი კი კარგმა მწვრთნელმა უნდა დაკომპლექტოს და არა გუნდის პრეზიდენტმა
გოგა
18 მარტი 2024 20:25
1
მოიყვანონ ოვერმარსი სპორტულ დირეკტორად
giorgi
18 მარტი 2024 20:07
4
რომელი ოვერმარსი კვარაზე რო იძახდა მისი ფასი 10-მაქსიმუმ 12 მილიონიაოო?? კონტრშეტევის ფეხბურთელია და აიაქსში ვერ გაქაჩავსოო რო დაიწუნა მაგ ოვერმარსზე იძახიი?? რავიცი ეხლა ალბათ იტყვი ვიხუმრეო მე კი გეტყვი შეილება ოდნავ რაღაცაში შეცდე მარა სპორტული დირექტორი რო ხარ და კვარას მსგავს მარგალიტში ნიჭს ვერ დაინახავ რაღა პრეტენზია შეილება გქონდეს?? მისი აწყობილი აიაქსი რა დღეშიც არი თავისი ბრობიან ბერგვინიანად ყველა ვხედავთ
gel-100
18 მარტი 2024 20:54
1
საზონოვი მაინც იყიდონ ტორინოდან,3 ცენტრალური მცველის გაყიდვას აპირებენ და პირველ რიგში ეგ რგოლი უნდა გააძლიერონ.
მეზღვაური
18 მარტი 2024 19:25
3
ხვიჩას არ გაყიდიან, ან რატომ უნდა გაყიდონ?
კარგად მოასუქებენ, ჯანზე მეიყვანენ და საახალწლოდ ბაც! რავა ვერ იზავენ თუ? იცით რა ღირს კაშკაშა ვარსკვლავის ხორციი?
კაშიაც მიტომ იყიდეს, კაშკაშა ეგონათ მარაა.
. ღმერთო! ქვილითაია გვიმყოფე ორი ტაიმი ფეხზე მდგომი, ცოცხალი, ისე რომ არ დაეცეს და სხვა არაფერს ვჩივარ სიმონ!
კ ო მ ბ ლ ე
18 მარტი 2024 19:05
13
სიმიონე და ოლივეირაც გასაშვებიაა
beqa
18 მარტი 2024 18:44
7
ქარვასლა აქვს გახსნილი, იყიდე - გაყიდე. ერთი ნაცნობი მყავს, წიწილებს ყიდულობს, უშვებს იქვე მახლობელ ტყეში, იზრდებიან, დაფრთიანდებიან, დაყვინჩილდებიან და ყიდის. მოგება აქვს ერთი ათზე! ასეა ეს კაციც. სულ არ აინტერესებს გუნდის ლიდერობა, მთავარია ლიგაში დარჩეს და არ გავარდეს.
გურამ
18 მარტი 2024 19:04
2
ნაპოლის ყველაზე დიდი მუხრუჭი არის ანგისა.
ტიპი უაზროდ ათრევს ბურთს აქეთ იქით, აგდებს შეტევის ტემპს, სადაც არაა საჭირო იქ "პრაფესორობს", არ შეუძლია გრძელი პასი და სწრაფი მოქმედება... და ეს ითვლება გუნდის ფლეიმეიკერად!
თამაზი
18 მარტი 2024 18:32
4
იგივეა ლობოტკა, მხოლოდ დი ლორენცოს ხედავენ და მერეტს.
საქართველო
18 მარტი 2024 20:58
1
ჩაკვე სჭირდება ამ ნაპოლის ნახევარდაცვაში, მაგრამ ეს ვაჭარი დე ლაურენტისი არც კი შეხედავს გიოს სერიოზულად, თორემ, წარმოიდგინეთ ჩაკვე და კვარა ერთ გუნდში. აუუუუ, დაგლეჯეეენ.
ირაკლი 17
18 მარტი 2024 20:28
2
ყველა გამოხმაურება
იყიდე, გაყიდე, ქარვასლაა?
ბადრი
18 მარტი 2024 18:29
1
რა --- არ არის ქარვასლა?
ბადრის
18 მარტი 2024 20:54
0
ჩემი აზრით კვარაცხელია ოსიმენის და პოლიტანოს გარდა ყველა გასაყიდია ყველა ძალიან დაბალი დონის მოთამაშეა
kvara
18 მარტი 2024 17:37
5
კაკრაზ პირველ რიგში პოლიტანოა გასაშვები რო არც შეუძლია და მაინც ფაფხურობს, რაც მაგის გამო შეტევა შენელებულა ან ჩაშლილა ან პასი ვერ მიუღია ან თავად ვერ ან არ მიუწვდია გახსნილი გუნდელისთვის ვინ მოთვლის,,ოსი კვარა ლობოტკა დილორენცო რაჰმანი და მერეტი ამათ გარდა არც ერთი არაა მაღალი დონის გუნდის კლასის ფეხბურთელი,,შემცვლელებად კიდე ამოირჩევა 3-4 კაცი და ეგაა დანარჩენი ყველა გასაყრელია
gel-100
18 მარტი 2024 21:02
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული