ალბათ, კარგად გახსოვთ ლუქსემბურგის ნაკრების თავდამსხმელი ჟერსონ როდრიგესი, რომელიც თბილისში საქართველოს ეროვნულ გუნდთან ჩატარებულ ევრო 2024-ზე გასასვლელი პლეი-ოფის ნახევარფინალში თანაკლუბელ ჯაბა კანკავას ეჩხუბა. მან ისევ უდისციპლინობით გამოიჩინა თავი.
სლოვაკური Hetrik-ის ცნობით, როდრიგესი "სლოვანში" არ გამოცხადდა და გუნდის მწვრთნელი ვლადიმერ ვაისი ძალიან გააბრაზა. "როდრიგესი ნაკრებიდან არ დაბრუნდა. ეს პრობლემა უნდა გადავჭრათ - მეც და კლუბმაც. ეს დისციპლინის საკითხია. ჩემთვის გუნდი უპირველესია", - განაცხადა ვაისმა.
კიევის "დინამოდან" იჯარით გაშვებულმა როდრიგესმა "სლოვანში" 19 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.
აირტყავს მაგრად და ღირსიც იქნება