ვაისი თბილისური მატჩის სკანდალურ ფეხბურთელს ეძებს

AutoSharing Option
ალბათ, კარგად გახსოვთ ლუქსემბურგის ნაკრების თავდამსხმელი ჟერსონ როდრიგესი, რომელიც თბილისში საქართველოს ეროვნულ გუნდთან ჩატარებულ ევრო 2024-ზე გასასვლელი პლეი-ოფის ნახევარფინალში თანაკლუბელ ჯაბა კანკავას ეჩხუბა. მან ისევ უდისციპლინობით გამოიჩინა თავი.

სლოვაკური Hetrik-ის ცნობით, როდრიგესი "სლოვანში" არ გამოცხადდა და გუნდის მწვრთნელი ვლადიმერ ვაისი ძალიან გააბრაზა. "როდრიგესი ნაკრებიდან არ დაბრუნდა. ეს პრობლემა უნდა გადავჭრათ - მეც და კლუბმაც. ეს დისციპლინის საკითხია. ჩემთვის გუნდი უპირველესია", - განაცხადა ვაისმა.

კიევის "დინამოდან" იჯარით გაშვებულმა როდრიგესმა "სლოვანში" 19 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 16 /
ნაღდი ჯაბას ემალება
მიტუა
19:24 01-04-2024
0
ის ანეკდოტი გამახსენდა, მიხოს რომ მარო დაეკარგა და მილიციაში მისულს რომ უთხრეს - აბა, აღგვიწერეო და რო აღუწერს და - მაინც ეძებო?!...
დდდ
20:00 01-04-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული