"ვფიქრობ, ეს უნდა ვაღიარო" - მატერაციმ ზიდანთან ინციდენტი გაიხსენა

AutoSharing Option
ვეტერანმა ფეხბურთელმა მარკო მატერაციმ 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ზინედინ ზიდანთან მომხდარი ინციდენტი გაიხსენა.

იტალიელის თქმით, ის ჩადენილ საქციელს ნანობს.

"ნამდვილად ვერ ვიტყოდი, რომ ამ ეპიზოდით ვამაყობ. ვაღიარებ, ეს არ უნდა მომხდარიყო.

იმ წელს, ბერლინში ძალიან დაძაბული ფინალი გამოვიდა, ზიდანმა კი თავისი მაისური შემომთავაზა, რაზეც ვუთხარი, რომ მისი და მერჩივნა. შემდეგ კი მოხდა ის, რაც მოხდა. ამ ინციდენტის შემდეგ ზიდანი აღარ მინახავს", - განაცხადა მატერაციმ.

შეგახსენებთ, აღნიშნულ ფინალში ზინედინ ზიდანი მოედნიდან გააძევეს, თერთმეტმეტრიანების სერიაში კი იტალიამ საფრანგეთი დაამარცხა.

alt"შენს დას

ვამჯობინებ" - მატერაციმ თქვა, რა უთხრა ზიდანს მანამდე, სანამ ფრანგი თავს დაარტყავდა

altმატერაცი: იტალიელები ჩემ გათელილ მიწას უნდა ჰკოცნიდნენ, ნაცვლად კი მაგინებდნენ

altმატერაცი: ზიდანს ვუთხარი, რომ მაისურა კი არა, მისი და მინდოდა

მკითხველის კომენტარები / 18 /
სულ რამდენიმე თვის წინ,სრულიად სხვას ლაპარაკობდა და ისიც თქვა,იმის შემდეგ შევხვდითო.ან მედია ტყუის,ან მატერაცი,ან კიდევ ორივე ერთად.
სოსო
02 აპრილი 2024 20:02
0
ვისაც ზიდანი არ უყვარას ისაა უბრალოდ მშიშარა ადამიანი თორემ ყველამ იცის რომ კაცურად მოიქცა მატერაცისთან
იაგო
02 აპრილი 2024 18:50
0
მატერაცთან კი სწორად მაგრამ მთელი გუნდი დააღალატა და ჩემპიონის ტიტული დააკარგვინა. შეეძლო თამაშის შემდეგ გაეცა პასუხი.
სსს
03 აპრილი 2024 09:12
0
არ თქვათ დღეს ერტმანეთს აღარ აგინებენ და თუ აგინებენ არ ესმიტო მაგრამ არ ხდება მსგავსი ინციდენტები გასაგებია ერტი მხარე ტუმცა ვაღიაროტ ზიდანის გაგდებამ ძალიან დიდი როლი ითამაშა იტალიელების გამარჯვებაში აქ ვინც ზიდანს უწონებთ საქციელს ფრანგი რო იყოთ და გქონდეტ გაანალიზებული რო არა ზიდანის ეგ საქციელი თასი ჯიბეში გედოთ პირიქით გაბრაზდებოდით ნერვებს რომ აყვა მესის და კრიშტისტვის მოედანზე მეტოქეებს არ უგინებიათ? რაც მათვის ლა ლიგაში თან პირისპირ აქვთ ნაგინები იმდენი ხურდა რო მომცე მილიარდელი ვიქნები
ნოდო
02 აპრილი 2024 18:29
9
10 წუთი იყო დარჩენილი და თუ მანამდე ვერ გაიტანეს, მაშინ რატომ გაიტანდნენ აუცილებლად?
რაც პენალტებს ეხება, გაიტანა ყველა იტალიამ და ვერ გაიტანა ტრეზეგემ. რას შეცვლიდა ზიდანი?
სიმართლე (oficial)
03 აპრილი 2024 05:31
1
ვინც ზიდანის საქციელს იწონებს, დიდი უგნური ვინმეა, რადგან კაცმა ქვეყნისთვის მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს პირადი შეურაცხყოფისათვის შურისძიება არჩია. ამაზე დიდი სისულელე და გამყიდველობა რა უნდა ჩაიდინოს კაცმა? აბა იმ 23 კაცს კითხეთ ვინც ამის გულისთვის მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული დაკარგა რას გიპასუხებენ?
ჟორა გაბრიჭიძე
02 აპრილი 2024 20:58
7
ისე ადამიანს ურჩევნია საკუთარი შეცდომები აღიაროს ვიდრე რქები დაიყენოს იმ იმედით რომ სხვასაც ეშლება....უშეცდომო არავინაა, მაგრამ გააჩნია როგორ შეგეშლება
ჟორა
02 აპრილი 2024 17:06
0
ჩემთვის დედაც უგინებიათ, დაც და ცოლიც. მაგრამ პროფესიონალი ვარ და ყველაფრის მიუხედავად მშვიდად ვაგრძელებ ხოლმე შუაღამისას დაკვრას.
დრამერი აჩიკო
02 აპრილი 2024 16:07
20
ჯიგარი ხარ, კიდე ბევრჯერ გაგინებთ და შენ იცი, არ გაჩერდე, გააგრძელე დაკვრა ;) :D :D
:D :D
02 აპრილი 2024 17:44
2
ვიღაცამ ჩემი ოჯახის ნებისმიერ წევრზე რო ზედმეტი მითხრას დავალეწავ თავზე ყველაფერს რაც ხელში მომხვდება. ჰაიჰეტს გავუკეთებ დედამისში)) მეც მუსიკოსი ვარ დასარტყამების სპეციალისტი არამხოლოდ დრამი
ბაჩო
02 აპრილი 2024 17:05
0
ზიდანი სამუდამოდ დარჩება კაცობის ეტალონად, ღირსეულად დაასრულა კარიერა
მამუკა
02 აპრილი 2024 15:30
3
კაცობის ეტალონად? ეტყობა მარტო ეს ფაქტი კი არა, საერთოდაც ძალიან კარგად იცი მისი ცხოვრების გზა. მაგალითად, რეალში მწვრთნელობისას ყველა მისმა უნიჭო შვილმა, რომ ჩაატარა თამაშები, განსაკუთრებით მეკარემ, რომელიც თვალებს ხუჭავდა ყოველ დარტყმულზე. აი ასეთი იყო ეს ,,კაცობის ეტალონი" და სამჯერ ზედიზედ ლიგის მოგება კი არა - ათჯერაც რომ მოეგო - ეს ფაქტი არ იცვლება...
დათო
02 აპრილი 2024 16:41
26
საცემი კი არა მოედანზე უნდა მოეხანი ზიდანს. ეს არაკაცი კიდე თბილისში ჩამოეთრა უნამუსოდ და ტაშს უკრავდნენ.
123
02 აპრილი 2024 14:58
4
არასწორი მოქმედება იყო ზიდანის მხრიდან. მოედანზე ასე სახალხოდ არ უნდა ემოქმედა. თამაშის მერე უნდა ენახა. :D
ზიდანი
02 აპრილი 2024 14:56
23
შედეგისთვის ყველანაირ უღირს საქციელზე რომ არაიან წამსვლელები მთავარი ეგაა.წამოაგო ზიდანი პროვოკაციაზე.ზიდანი რომ არ გაეგდოთ,ვინ იცის გახდებოდა თუ არა იტალია მსოფლიო ჩემპიონი.მისგან განსხვავებით ზიდანი ღირსეულად მოიქცა,არ გაცვალა ტიტული ღირსებაზე.იგივე გააკეთა აჩერბიმ, ჟეზუსის პროვოკაციაზე წამოგება უნდოდა,შე ნიგეროო უთხრა,ელოდა რომ ერთ ალიყურს უთავაზებდა ჟეზუსი,მაგრამ მან სხვა გზა აირჩია.
daviti
02 აპრილი 2024 14:45
0
მსოფლიოს ჩემპიონობა უბრალოდ შენი ტიტული არ არის, იქ უამრავ გუნდელს აღალატებ და მთლიან სამშობლოს, წარმოიდგინე საბერძნეთთან კვარაცხელია რო გაეგდოთ ნებისმიერი რამის გამო და ვერ გავსულიყავოთ ევროპაზე რა მოხდებოდა ქვეყანაში? უაზრობა გააკეთა ზიდანმა და რა პონტში ამართლებთ მართლა ვერ ვხვდები ...
Emre
02 აპრილი 2024 15:52
11
ღირსეული კაცი ყოფილა ზიდანი!
შალვა
02 აპრილი 2024 14:37
2

სიახლეები პოპულარული