"თამაში ცუდად დავიწყეთ, თუმცა მეორე ტაიმში ვდომინირებდით და გამარჯვებას ვიმსახურებდით, ბრწყინვალედ ვითამაშეთ, თუმცა ის, რაც მატჩის ბოლოს მოხდა, დაუშვებელია, ასე უბრალოდ არ შეიძლება.
ფეხბურთი გუნდური თამაშია, როცა ერთი მოთამაშე შეცდომას უშვებს, ეს მთელმა გუნდმა უნდა გამოასწოროს, კონცენტრაციაც დაგვაკლდა", - განაცხადა ტენ ჰაგმა.
"იუნაიტედი" ჩემპიონატში 48 ქულით მე-6 ადგილზეა. "წითელი ეშმაკები" 7 აპრილს "ლივერპულს" დაუპირისპირდება.
7-გოლიანი თრილერი და პალმერის ჰეთ-თრიქი - "ჩელსიმ" "იუნაიტედი" ბოლო წამებზე დაამარცხა [VIDEO]