კორუფციასა და გარიგებული მატჩების თავიდან ასარიდებლად, ყოფილი თავდამსხმელი მსაჯებისთვის სიცრუის დეტექტორის შემოღებას გეგმავს.
პოლიგრაფი გაზომავს არბიტრების წნევისა და სისხლის ნაკადის ცვალებადობას, ასევე მათ სუნთქვასა და ოფლიანობას, რათა დადგინდეს, ამბობს თუ არა გამომცდელი სიმართლეს.
"ჩვენ ვხედავთ პოლიგრაფს, როგორც შესაძლებლობას, შევაგროვოთ მეტი ინფორმაცია და გავიგოთ, რომელ მსაჯებთან შეგვიძლია ვიმუშაოთ. ჩვენ ვიწყებთ ნულიდან, - განუცხადა შევჩენკომ The Athletic-ს.
მისივე თქმით, ნებისმიერი მსაჯი, რომელიც დეტექტორს ვერ გაივლის,
არბიტრები ნებისმიერ მატჩზე შემთხვევითობის პრინციპით დაინიშნებიან და არა შერჩევით. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ამ იდეას უკრაინაში კრიტიკაც მოჰყვა.
"ეს პირდაპირი კონტროლია. ადამიანური ფაქტორი ყოველთვის იქნება და შეცდომების გამოსასწორებლად VAR-ი არსებობს.
მაშინ გამოვცადოთ ფეხბურთელებიც და მწვრთნელებიც. ჩვენ მოვალთ თამაშამდე სამი საათით ადრე, რომ გავიაროთ სიცრუის დეტექტორი", - თქვა მწვრთნელმა ვოლოდიმირ შარანმა.
შევჩენკოს ეს იდეა კი 2018 წელს უკრაინაში მომხდარ დიდ სკანდალს უკავშირდება. ამ წელს 35 კლუბი გამოვლინდა, რომლებიც თამაშების გარიგების ოპერაციაში იყვნენ ჩართული.
სქემაში სულ 328 ადამიანი მონაწილეობდა, გამოვლინდა გარიგებული მატჩების 57 შემთხვევა.
ისე კაი იქნება თვითონაც თუ გაივლის სიცრუის დეტექტორს სტამბოლის ფინალზე. კრესპო იმ თამაში დაფრინავდა გაიყვანეს ეს დატოვეს მოედანზე. წაქცეულ მეკარეს გოლი ვერ უფრო სწორად არ გაუტანა. და დესერტად პენალიც გამაზა