მხითარიანი: ისტორია დავწერეთ, ორი თვის წინ ვიცოდით, რომ ჩემპიონები გავხდებოდით

AutoSharing Option
გუშინ, სერია A-ს 33-ე ტურში "მილანთან" 2:1 გამარჯვების შემდეგ,, "ინტერმა" ჩემპიონობა გაინაღდა, "ნერაძურიმ" სკუდეტო ისტორიაში მეოცედ მოიპოვა.

მატჩის შემდეგ "ინტერის" ნახევარმცველმა ჰენრიხ მხითარიანმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"ეს დაუვყიწყარი მომენტია, ისტორია დავწერეთ. "მილანთან" მატჩამდე დარწმუნებული ვიყავით, რომ ჩემპიონები გავხდებოდით. სიმართლე გითხრათ, ორი თვის წინ ვსაუბრობდით, თუ რამხელა ემოცია იქნებოდა "მილანურ დერბიში" ჩემპიონობის მოპოვება.

ჩემს საქმეს ყოველთვის ვაკეთებ, მოედანზე მუდამ ბოლომდე ვიხარჯები. ბედნიერი ვარ, რომ ამ გუნდის წევრი ვარ, ახლა კი დროა, ჩემპიონობა ფანებთან ერთად აღვნიშნოთ", - განაცხადა მხითარიანმა.

altდიდი ემოცია! მხითარიანმა ტოპლიგა

პირველად მოიგო - "შარშან ქართველმა, წელს სომეხმა"...

alt"ინტერმა" "მილანს" სძლია და მეოცედ მოიპოვა სკუდეტო [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 2 /
ისტორია არა კვახი, ლიგიდან სამარცხვინოდ გამოვარდით.
ეეე
00:17 24-04-2024
2
ისტორიის დაწერა იმას ქვია როცა გუნდი რამეს პირველად იგებს ან დიდი ხნის შემდეგ და ისტორია იცვლება მართლა. ინტერი გრანდია არაფერი ისტორია არ ქონდა დასაწერი.// მარა სომხური ფეხბურთის დაიწერა ნამდვილად გილოცავთ ხენრიკ
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული