"ტიუკავინი "არსენალში" გადასვლის კანდიდატია" - რუსეთის ნაკრების მწვრთნელი

AutoSharing Option
რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა ნიკოლაი პისარევმა მოსკოვის "დინამოს" თავდამსხმელის, კონსტანტინ ტიუკავინის შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, ახალგაზრდა ფორვარდს ლონდონის "არსენალში" თამაში შეუძლია.

"ტიუკავინი "არსენალში" გადასვლის კანდიდატია. მისი ხასიათი კარგად ვიცი და კონსტანტინი ძალიან შრომისმოყვარე ფეხბურთელია, კარის ხაზთან გადაწყვეტილებებს ძალიან სწრაფად იღებს და თავდამსხმელისთვის საჭირო გოლის გატანის ალღო აქვს", - განაცხადა ტიუკავინმა Match TV-სთან ინტერვიუში.

21 წლის ტიუკავინი მოსკოვის "დინამოს" აღზრდილია, მიმდინარე სეზონში ამ გუნდის მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში 35 მატჩი ჩაატარა, თავი კი 16 გატანილი გოლითა და 9 შედეგიანი პასით
გამოიჩინა. Transfermarkt-ის მიხედვით, ტიუკავინის ფასი 12 მილიონი ევროა. თავდამსხმელს მოსკოვის "დინამოსთან" კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულში ეწურება.
მკითხველის კომენტარები / 14 /
ვეთანხმები კოლკას, ნამდვილად მოუხდება ტულის არსენალს!
llcl
07 მაისი 2024 13:18
12
Თორნიკე (რაᲭა)
07 მაისი 2024 14:25
4
შარშან,ლუკა გაგნიძის დევნაში,მისი თამაშის ყურებაც მიწევდა და მართლაც ნიჭიერი ბიჭია.ახლა რა დონეზე თამაშობს,ვერაფერს ვიტყვი,მით უფრო არსენალის დონეზე ასვლისას,მაგრამ თამაში,ნამდვილად შეუძლია.
სოსო
07 მაისი 2024 12:26
10
gia-ს! და ვითომ რატომ არ უნდა უყუროს? მთალად ნუ იბანძებთ თავს ეს ეგრეთწოდებული "პატრიოტები". თქვენზე უფრო მაგრად მეჯავრება რუსული პოლიტიკა ( ჩემს პოსტებში სჩანს) მაგრამ მარაზმში არ გადავდივარ. ისე და საქართველოში თითოეულ ოჯახს რუსული ოქროთი სამკაული ყველას აქვს და ადექით და პროტესტის ნიშნად გადაყარეთ, ასევე პური არ ჭამოთ, არც რძის პროდუქტები და ა.შ
დავით 67
07 მაისი 2024 17:06
5
შაიბიან ხოკეიზე გადადი სოსოია,არაა ფეხბურთი შენი საქმე.
555
07 მაისი 2024 16:33
7
ყველა გამოხმაურება
ფაქტია გოლების გატანა ეხერხება თან საკმაოდ ახალგაზრდაა, რა და როგორი კარიერა ექნება მომავალში გამოჩნდება.
M-33
07 მაისი 2024 13:39
13
ვის რაში ჭირდება აქ ტიუკავინი? არავის. ჩემი აზრით, რომ ქართველები ერთმანეთს დავერიოთ. ნუ მივცემთ, ხალხო,საბაბს აგვაგდონ. ვიმსჯელოთ ობიექტურად, შეურაცყოფის გარეშე.
გიორგი
07 მაისი 2024 17:08
4
ესპანეთის გარდა არავინ ყიდულობს რუსებს! მისი გზა მხოლოდ ტულის არსენალშია, პრემიერ ლიგაც არ ყიდულობს ფეხბურთელფს თოვლიანი ნიგერიიდან მითუმეტეს არსენალი. სადაც ზინჩენკო ტამაშობს
რობი
07 მაისი 2024 15:27
11
ეს ყველაფერი ხვიჩას დამსახურებაა და რუსებს თუ ნამუსი აქვთ კი არ უნდა იბლატაონ აი ჩვენც მივდივართ ევროპაშიო არამედ კვარაცხელიას ფაქტორი და უდიდესი დამსახურება ყოველთვის ხაზგასმით უნდა აღნიშნონ. მანამდე არავის არ აინტერესებდა რუსეთიდან ფეხბურთელები შანსი არ ქონდათ არავის არ ყიდულობდნენ. ხვიჩა, ვისი გაშვებაც არ უნდოდათ და რაც უფრო ადრე გაუშვებდნენ მით უფრო უკეთესი იქნებოდა მაგათთვის
x
07 მაისი 2024 18:22
12
ტულის არსენალზეა ალბათ საუბარი
შაკო
15 მაისი 2024 21:01
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული