"გააცნობიეროს, რომ სავარაუდო მოძალადე უყვარს" - გაუპატიურებაში ბრალდებული ალვეშისა და მისი ყოფილი მეუღლის შერიგების დეტალები

AutoSharing Option
ციხიდან დროებით, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებული დანი ალვეში ყოფილ მეუღლე იოანა სანსთან შერიგებას ცდილობს. ამის შესახებ გოგონას სოციალური ქსელის მეშვეობით ხდება ცნობილი.

სანსმა აპრილის დასაწყისში "ბარსელონას" ყოფილ მცველთან ხელჩაკიდებული ფოტო გამოაქვეყნა, შემდეგ კი პოსტი მალევე წაშალა.

6 მაისს ალვეში 41 წლის გახდა, რასთან დაკავშირებითაც გოგონამ სოციალურ ქსელში ბრაზილიელის ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა:

"კიდევ ერთი წელი თავიდან დასაწყებად. კიდევ ერთი წელი საკუთარი თავის აღსადგენად. კიდევ ერთი წელი, რომ მწუხარების ცრემლები სიხარულის ცრემლებად გადაიქცეს. კიდევ ერთი წლით გაიზარდე. კეთილი იყოს შენი დაბრუნება. მიყვარხარ",
- წერია პოსტში. 

სანსი თავისი საქციელის გამო ესპანეთში გააკრიტიკეს. კერძოდ, ტელეწამყვანმა პატრიცია პარდომ თქვა:

"საერთოდ არ ვაპირებ ამ ქალის დაგმობას - ყველას შეუძლია თავისუფლად მართოს თავისი ცხოვრება და გრძნობები, როგორც უნდა.

ის და ალვეში ყოველთვის ერთად იყვნენ, ყოველთვის უყვარდათ ერთმანეთი. მას უბრალოდ უყვარს იგი. გააცნობიეროს, რომ უყვარს სავარაუდოდ მოძალადე, რადგან საბოლოო განაჩენი ჯერ არ არსებობს. სულ ეს არის", - ამბობს პარდო. 

შეხსენებისთვის, 14-თვიანი პატიმრობის შემდეგ ალვეში მარტის ბოლოს 1 მილიონი გირაოს გადახდის სანაცვლოდ ციხიდან დროებით გაათავისუფლეს.

ის ბარსელონის ღამის კლუბში გაცნობილი გოგონას გაუპატიურების ბრალდებით 2023 წლის იანვარში დააკავეს, 2024 წლის თებერვალში კი ოთხწლინახევრით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
მკითხველის კომენტარები / 4 /
"სასამართლოში გოგონამ განაცხადა, რომ დანიმ სთხოვა, უკან გაჰყოლოდა და არ იცოდა, რომ ადგილი, სადაც შეიპატიჟა, ტუალეტი იყო, მოძალადეს აქტიურად უწევდა წინააღმდეგობას, მაგრამ თავის დაცვა ვერ შეძლო. ადვოკატების თქმით, დარბაზში ყველამ იცოდა, რატომ შევიდნენ დანი ალვეში და გოგონა ტუალეტში და ყველაფერი ეს მომჩივანის მიცემულ ჩვენებებთან წინააღმდეგობაში მოდის."
0
სანამ აზრზე მოვიდოდა საქმე გაკეთებული ქონდათო, თან ისე უცბათ, რომ დაწივლებაც ვერ მოასწრო, მერე კი, აბა რა აზრი ქონდა წივილს? აზრი ქონდაა? თან მაშინ როცა ხელში მხოლოდ გახეული პრეზერვა და დაღრნილი ძვალი შეაჩეჩეს, საწყალს მოულოდნელად წამოცდა მიშველეთ ხალხოოოო! და ეგრევე ნაცია მიშას ეძახისო, მიშას ხელში ცოდო რაა ეს გოგო? ამას ამ გაჭირვებაში დევიჯერო კიდო ბავშვი უნდა, ააა? არაა ეს საწყალი მართალი?
ხვდებით ხო? თუ რა დროს არის სასამართლოს დამოუკიდებლობა საჭირო.
და ვინც ბღავის „მურუსიძე შენ ბიძინას ლეკვი ხარ!“ ცდება, ლეკვი მიშას ხელში იყო, ახლა გეიზარდა და...
კ ო მ ბ ლ ე
15:19 08-05-2024
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული