ჭოხონელიძემ ლუჩესკუს დაბრუნება შესთავაზა - მწვრთნელი გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს

AutoSharing Option
GSP-ის ცნობით, ცნობილი რუმინელი მწვრთნელი მირჩა ლუჩესკუ შესაძლოა, კიევის "დინამოში" დაბრუნდეს.

ზემოთ აღნიშნული წყაროს ინფორმაციით, 78 წლის სპეციალისტს უკრაინული კლუბის გენერალურმა დირექტორმა რეზო ჭოხონელიძემ დაურეკა და სამუშაოს ხელახლა დაწყება შესთავაზა.

თავად რუმინელს სამშობლოდან "რაპიდიდან" და ბუქარესტის "დინამოდანაც" აქვს შემოთავაზება და ჭოხონელიძეს შეუთვალა, რომ პასუხს ამ თვის ბოლომდე ეტყვის.

ლუჩესკუ "დინამოში" 2020/23 წლებში მუშაობდა და პოსტი გასული წლის ნოემბერში დატოვა. ჯამში მან გუნდი 115 შეხვედრაში გაწვრთნა, სადაც 65 გამარჯვება იზეიმა, 19 მატჩი ფრედ დასრულდა, 34-ჯერ კი წააგო.

შეგახსენებთ, რომ კიეველთა საკუთრება
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი წიტაიშვილი გახლავთ, რომელიც ამჟამად იჯარით ბათუმის "დინამოში" თამაშობს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული