ზემოთ აღნიშნული წყაროს ინფორმაციით, 78 წლის სპეციალისტს უკრაინული კლუბის გენერალურმა დირექტორმა რეზო ჭოხონელიძემ დაურეკა და სამუშაოს ხელახლა დაწყება შესთავაზა.
თავად რუმინელს სამშობლოდან "რაპიდიდან" და ბუქარესტის "დინამოდანაც" აქვს შემოთავაზება და ჭოხონელიძეს შეუთვალა, რომ პასუხს ამ თვის ბოლომდე ეტყვის.
ლუჩესკუ "დინამოში" 2020/23 წლებში მუშაობდა და პოსტი გასული წლის ნოემბერში დატოვა. ჯამში მან გუნდი 115 შეხვედრაში გაწვრთნა, სადაც 65 გამარჯვება იზეიმა, 19 მატჩი ფრედ დასრულდა, 34-ჯერ კი წააგო.
შეგახსენებთ, რომ კიეველთა საკუთრება