ამის შესახებ ვეტერანმა აზერბაიჯანელმა ფეხბურთელმა რაუფ ალიევმა Azerisport.com-ისთვის მიცემულ ინტერვიუშიც ისაუბრა.
"ფეხბურთის ფედერაცია ახალი მწვრთნელის გამოცხადებას აგვიანებს, მაგრამ ამას თავისი მიზეზები აქვს. შესაძლოა, მოლაპარაკებას ვერ ახერხებენ. მჯერა, რომ ეს საკითხი უახლოეს მომავალში მოგვარდება. რამდენიმე კანდიდატია. მაგალითად, პრესა ვლადიმირ ვაისსა და შტეფან კუნცზე წერს.
რომელს ვამჯობინებდი? - მსმენია ვაისის შესახებ... კუნცს თურქეთის ნაკრებიდან ვიცნობ, მაგრამ კონკრეტულს ვერაფერს ვიტყვი".
ჟურნალისტი ალიევს
"საქართველოში ბოლო წლებია ვილი სანიოლი მუშაობს. ვაისის დრო ნამდვილად არ მახსოვს. ბევრი რამ გვაშორებს საქართველოსგან. ამ ქვეყნის ნაკრების თითქმის ყველა მოთამაშე კარგ უცხოურ კლუბებში თამაშობს და კარგ ფეხბურთს აჩვენებს. ისინი კარგად თამაშობენ ეროვნულ ნაკრებში და ამას მთელი გულით აკეთებენ. სწორედ ამიტომ მოიპოვა საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური", - თქვა ალიევმა.