34 წლის შემტევს გერმანულ კლუბთან კონტრაქტი ამოეწურა და კარიერას დიდი ალბათობით, MLS-ში გააგრძელებს.
სხვათა შორის, როისმა მისი კარიერის ბოლო ბუნდესლიგურ მატჩში გოლის გატანა და საგოლე პასის შესრულება მოახერხა.
მარკო "დორტმუნდს" 2012 წელს, "გლადბახიდან" შეუერთდა, ამ პერიოდის განმავლობაში გარემარბმა "ყვითლების" რიგებში ჩატარებულ 427 მატჩში 169 გოლისა და 130 საგოლე პასის შესრულება მოახერხა.
წლების განმავლობაში შემტევს უამრავი გრანდი ეპატიჟებოდა, თუმცა საყვარელი კლუბის დატოვებაზე ყოველ ჯერზე უარი განაცხადა.
როისი, სავარაუდოდ, MLS-ს მიაშურებს
დიდი ისტორიის დასასრული - მარკო როისი ზაფხულში "დორტმუნდს" დატოვებს
როისი რჩება - "დორტმუნდი" ფეხბურთელს ხელფასს მნიშვნელოვნად უმცირებს