"საინტერესო წინადადება გვაქვს, ვნახოთ, რა მოხდება" - ჯიქიას მსურველი გამოუჩნდა

AutoSharing Option
გუშინ, 18 მაისს, მოსკოვის "სპარტაკმა" გვაუწყა, რომ კლუბი წარმოშობით ქართველ მცველ გიორგი ჯიქიას კონტრაქტს აღარ გაუხანგრძლივებს და მიმდინარე სეზონის ბოლოს გუნდს დატოვებს.

ჯიქიას აგენტმა ვადიმ შპინევმა Match TV-სთან ინტერვიუში დაადასტურა, რომ მისი კლიენტის დამატებით "როსტოვი" ინტერესდება.

- გაჩნდა ჭორები, რომ ჯიქია შესაძლოა, "როსტოვში" გადავიდეს, თანაც კარპინი მას კარგად იცნობს
- გიდასტურებთ, საინტერესო წინადადებაა, მალე ამ კლუბის სპორტულ დირექტორს გავესაუბრები", - განაცხადა ჯიქიას აგენტმა.

ჯიქია "სპარტაკის" ფორმას 2016 წლიდან ირგებდა, 2019 წლიდან კი კაპიტანი გახლდათ.

მან ჯამში 214 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა,
სადაც 5 გოლი გაიტანა.

altკონტრაქტი აღარ გაუგრძელეს - "სპარტაკმა" გიორგი ჯიქია კლუბიდან გაუშვა

alt"საბერძნეთთან მატჩს მოსკოვში ვუყურე, მთელი რუსეთი საქართველოსკენ იყო, რაც ამ ქვეყანაში ვნახე... ჯიქია ახლა ნანობს, რომ..." - ინტერვიუ ზაზა ჯანაშიასთან

altჯიქიას რუსეთიდან საზღვარგარეთ სურს გადაბარგება, მაგრამ პრობლემა წარმოეშვა

altჯიქია: არდადეგებზე საქართველოში ჩასვლა ვერ მოვახერხე, მაგრამ...
 
 

მკითხველის კომენტარები / 9 /
ყველაზე წარმატებულ ერს ( ნობელის ლაურიატების 25 % , ფორსბის პურველი 100 ბიზნესმენები ) აქვთ წესი თუ ბავშვი დაიბადა ებრაელად, რაც არ უნდა აკეთოს, რაც არ უნდა ილაპარაკოს, თუ გინდ იძახოს არ ვარ ებრაელი, მაინც ებრაელაფ დარჩება!
გიგი
05:42 20-05-2024
2
უთავმოყვარეოები ხართ!!! ვის რა ერთ ადგილას კიდია რუსეთის ნაკრების კაპიტანი სად ითამაშებს? ხოო კიდე მთავარია კაი გამძღარზე საქართველოს სადღეგრძელო არ დაგავიწყდეთ...
გიორგი
15:43 19-05-2024
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული