ფეხბურთელების ცრემლები, ფანების სიმღერა... კლოპი "ლივერპულიდან" გააცილეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გუშინ, 19 მაისს, პრემიერლიგის ბოლო ტურში, "ლივერპულმა" შინ "ვულვზი" 2:0 დაამარცხა. აღნიშნულ შეხვედრაში "სქაუზერებს" იურგენ კლოპმა ბოლოჯერ უხელმძღვანელა. გერმანელმა სპეციალისტმა 9-წლიანი ბრწყინვალე მუშაობის შემდეგ "მერსისაიდელები" დატოვა.

გაცილების ცერემონიისას "ლივერპულის" რამდენიმე ფეხბურთელმა ცრემლებიც კი ვერ შეიკავა.

კლოპმა "ლივერპული" 2015 წელს ჩაიბარა და კლუბს 8 ტიტული მოაგებინა: 2019 წელს ჩემპიონთა ლიგა, ამავე წელს უეფას სუპერთასი, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის თასი, 2020 წელს პრემიერლიგა (პირველად კლუბის ისტორიაში), 2-ჯერ ლიგის თასი (2022/2024), თითოჯერ კი ასოციაციის თასი (2022) და ქომუნითი შილდი (2022).

გადაწყვეტილი ამბავია, რომ "სქაუზერებს"
მომდევნო სეზონში არნე სლოტი გაწვრთნის. ნიდერლანდელმა სპეციალისტმა "მერსისაიდელებთან" კონტრაქტი 2027 წლამდე გააფორმა. ინგლისური კლუბი "ფეიენოორდს" კომპენსაციის სახით 13-დან 15 მილიონ ევრომდე გადაუხდის.

"ლივერპულმა" პრემიერლიგის მიმდინარე სეზონი 82 ქულით მესამე ადგილზე დაასრულა და ჩემპიონ "სიტის" 9 ქულით ჩამორჩა.

altკლოპი: პრემიერლიგაში აღარასდროს ვიმუშავებ

alt"დიდი მწვრთნელი არ ვარ, ძალიან მიკვირს, როდესაც..." - იურგენ კლოპი თავის მიღწევებზე

მკითხველის კომენტარები / 4 /
ერთადერთხელ იყო როდესაც ისე მეწყინა მისი გამარჯვება,რომ ვიტირე და ერთადერთხელ იყო ისე გამეხარდა მისი დამარცხება,რომ სიხარულის ცრემლები მომდიოდა.
გოჩა
14:08 20-05-2024
1
იურგენ კლოპმა,შესანიშნავი დორტმუნდის ბორუსია შექმნა,მერე,,კიდევ უკეთესი ლივერპული და მილიონობით სხვასთან ერთად,ჩემი დიდი სიმპათიაც დაიმსახურა.სადაც გინდა წავიდეს,მე მისი დამფასებელი და პატივისმცემელი დავრჩები.მან შესანიშნავი ფეხბურთი გვაჩუქა,წლების განმავლობაში და იმედია დასვენების შემდეგ,კიდევ დიდხანს გაგვახარებს.
სოსო
12:33 20-05-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული