ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტის თქმით, ჯერჯერობით ხავის მომავალი გაურკვეველია.
"ალმერიასთან" მატჩის შემდეგ ხავიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "ბარსასგან" აქტიურობას დიდად არ უნდა ველოდოთ, რადგან კლუბი რთულ ფინანსურ სიტუაციაშია.
ხავის ამ განცხადებამ "ბლაუგრანას" პრეზიდენტის ჟოან ლაპორტას გაბრაზება გამოიწვია. მხარეები ერთმანეთს მალე შეხვდებიან და ესპანელი სპეციალისტის მომავალიც გადაწყდება.
იმ შემთხვევაში, თუ ლაპორტა ხავის დაითხოვს, "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე რაფა მარკესისა და ჰანსი ფლიკის ვარიანტებს განიხილავს", - წერს ფაბრიციო
შეგახსენებთ, სეზონის მიმდინარეობისას ხავიმ "ბარსელონას" დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა საბოლოოდ წასვლა გადაიფიქრა.
ლაპორტა ხავის გაუნაწყენდა და კლუბიდან უშვებს
"ხავი, გთხოვთ, დარჩი" - ასე დასცინეს "ჟირონას" ფანებმა "ბარსელონას" მთავარ მწვრთნელს [VIDEO]
ხავი: "ჟირონას" გამარჯვებას, "რეალს" კი გაჩემპიონებას ვულოცავ