18 წლის მინისტრი და პრეზიდენტი - კადიროვმა თავის შვილს თანამდებობები უბოძა

AutoSharing Option
გროზნოს "ახმატის" პრეზიდენტად ჩეჩ­ნე­თის ლი­დე­რის, რამ­ზან კა­დი­რო­ვის 18 წლის ვაჟი, ახ­მატ კა­დი­რო­ვი დანიშნეს. მან მაგომედ დაუდოვი შეცვალა, რომელიც ამ თანამდებობაზე 13 წელი მუშაობდა.

ახ­მატ კა­დი­რო­ვი აგრეთვე რეგიონის ფიზიკური კულტურისა და სპორტის მინისტრი გახდა. კლუბის ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტი ახალი მინისტრის პირველი მოადგილე უმარ დაუდოვი იქნება, გენერალური დირექტორის პოსტი კი რამ­ზან კა­დი­რო­ვის მე­უღ­ლის ძმამ, ახ­მედ აი­და­მი­რო­ვმა შეინარჩუნა.

მაგომედ დაუდოვმა განაცხადა, რომ "ახმატის" საპატიო პრეზიდენტი იქნება და თავის მდიდარ გამოცდილებას სხვებს გაუზიარებს. მან ასევე რეს­პუბ­ლი­კის პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის თა­ნამ­დე­ბო­ბაც და­ტო­ვა (თუ დაატოვებინეს).

Sportall.Ge

"25 მაისს ქვეყნის
მორიგი ჩემპიონატი დასრულდება. ჩვენმა გუნდმა ორი ტურით ადრე თავისი ლოკალური ამოცანები გადაჭრა. ახალი ჩემპიონატის წინ მე გამოვედი მინისტრად ახმატ კადიროვის დანიშვნის წინადადებით. ის ახალგაზრდაა, ენერგიული, უყვარს და კარგად ერკვევა ფეხბურთში.

ვთვლი, რომ სწორი იქნება ახალგაზრდა, ამბიციურ ადამიანებს მიმართულება მივცეთ კლუბის ახალ ვექტორზე მომავალი წარმატებების, გამარჯვებებისა და მიღწევებისათვის. ჩემის მხრივ, ვრჩები რა კლუბის საპატიო პრეზიდენტად, რა თქმა უნდა, ვიქნები გვერდით და გავაგრძელებ ყველაფერ აუცილებელის გაკეთებას, რათა ჩვენი მშობლიური გუნდისათვის სასარგებლო ვიყო", - განაცხადა მაგომედ დაუდოვმა.

ჩეჩნეთში მაღალ თანამდებობებს რამზან კადიროვის ოჯახის წევრები და ახლო ნათესავები იკავებენ.

მკითხველის კომენტარები / 14 /
ეს გველოდება ჩვენც დროზე თუ არ გამოვფხიზლდებით.
გველოდება რა უკვე ასეა ფაქტობრივად.
ვინ დაგნიშნავს ტანამდებობაზე თუ ვეინმე არ გყავს იქ ზემოთ ან ტენდერს ვინ მოგაგებინებს
d
24 მაისი 2024 14:06
5
მკიდია,თუ კადიროვი რას და როგორ უბოძებს თავის შვილებს! ჯობია იმაზე წეროთ, თუ საქართველოდან რატომ დააფრენენ ამერიკაში თავიანთ შვილებს , სამთავრობო თვითმფრინავებით , ჭორვილელი ციცერონის მოჯამაგირეები!
გიო
24 მაისი 2024 10:08
9
მიზეზი ერთია ორივესთვის, ქვეყანაა სხვადასხვა. ქოცებმა თუ თავისი გაიტანეს, მალე აქაც ეგეთი "პალაჯენია" ექნებათ, როგორც კადიროვს აქვს ჩეჩნეთში. და კაციშვილი ხმას ვერ ამოღებს.
....
24 მაისი 2024 12:16
5
მე კი ორივე მკიდია...
ვეღარ გავიგე სპორტული გვერდია თუ პოლიტიკის მიმოხილვის
ვენაცვალე ლელოს
ზვიადი
24 მაისი 2024 11:32
4
ყველა გამოხმაურება
მისაბაძი ქვეყანაა ,,გრუზინებისათვის".
ტაბუ
24 მაისი 2024 09:56
5
David
24 მაისი 2024 09:30
1
David
24 მაისი 2024 09:30
1
ეს რა უბედურებაა, აი ამას ჰქვია კლანური მმართველობა!
SOS!!!
24 მაისი 2024 06:45
2
მართლა ჩრდილო კორეაა რაა D ეს ის შვილია კრივის ტურნირის ფინალში რომ გაათრიეს ? და იქ მაგარმა ბავშმა რომ გაასილაქა და უცბად რომ გააჩერა ბრძოლა "მსაჯმა"და ნოკაუტით მოგება მიანიჭა კადირას გასილაქებულ შვილიკოს DDD
zura222
24 მაისი 2024 02:16
5
ვააა დაზადნე ზურა?
სანქციების შაგეშინდა? DDD
ი.ო.
24 მაისი 2024 08:40
5
ზურა, აი, შენი რუსეთი! )))
ზურა 222-ს
23 მაისი 2024 22:09
9
შე უსახელო ნაცო ეგ ჩემი კი არა შენი და შენი ბანდის და შენი ატამანის რუსეთია ის რუსეთი რომლის საგარეო მინისტრი ჩამოეთრა აქ 2003 ში და დასვა პრეზიდენტად ის უდღეური და რომელმაც მერე ტერიტორიები აჩუქა რუსებს და იმ ტერიტორიებს "ქვების გროვა"უწოდა და რომელიც 2008 წლის ომის მერე ყვავილებით ხვდებოდა რუსებს და სთხოვდა--უფრო ბევრნი შემოდით და გახსენით ბიზნესებიო @ მაგრამ შენისთანა სქელკანიანი ამას არ დაიჯერებს ან თუ დაიჯერებს იტყვის ასინეთასავით--ასე იყო საჭირო და იმიტომო @@
zura222
24 მაისი 2024 02:20
19
ეგ არის ჩეჩნეთი. იქ, როგორც სხვა მუსულმანურ ქვეყნებში, ეგრეა.
გიო
23 მაისი 2024 22:54
16

სიახლეები პოპულარული