დე ბრუინი და ფერნანდეში საუდის არაბეთის ჩემპიონატში გადასვლასთან ახლოს არიან

AutoSharing Option
მანჩესტერული კლუბების მთავარი ვარსკვლავები ბრუნო ფერნანდეში და კევინ დე ბრუინი საუდის არაბეთის ჩემპიონატში გადასვლასთან ახლოს არიან, ამის შესახებ ინფორმაციას Sport Italia ავრცელებს.

წყაროს ცნობით, "ქალაქელების" ბელგიელმა ლიდერმა კევინ დე ბრუინმა "ალ იტიჰადთან" პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა.

Teamtalk-ის ინფორმაციით, "მანკუნიანელებმა" ბრუნო ფერნანდეშს უფლება მისცეს, რომ რომ არაბულ კლუბებთან მოლაპარაკებები აწარმოოს. ბრუნოს დამატებით ყველაზე მეტად კრიშტიანო რონალდოს "ალ ნასრი" ინტერესდება.

ჯერჯერობით უცნობია, რა თანხას მიიღებენ "მანჩესტერ სიტი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" დე ბრუინისა და ფერნანდეშის სანაცვლოდ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული