ვანდა ნარა და მაურო იკარდი კიდევ ერთხელ დაშორდნენ - ფეხბურთელის ყოფილმა მეუღლემ ამის მიზეზებზე ისაუბრა

AutoSharing Option
"გალათასარაის" ფორვარდი მაურო იკარდი და მისი მეუღლე ვანდა ნარა ერთმანეთს კიდევ ერთხელ დაშორდნენ. ამის შესახებ ფეხბურთელის აგენტმა და უკვე ყოფილმა ცოლმა America TV-ისთვის მიცემულ კომენტარში ისაუბრა.

საინტერესოა, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც წყვილი ერთმანეთს შორდება. ნარამ მსგავსი გადაწყვეტილების შესახებ 2022 წელსაც გვაუწყა. 

"პირადი და ჯანმრთელობის მიზეზების გამო კიდევ ერთხელ ვცადე, მაგრამ არ გამოვიდა. დაე, ყველამ ისაუბროს. დუმილი ბოლომდე შევინარჩუნე.

ვიცი, რომ ეს ძალიან რთული დასასრულია, რომელიც ძალიან ძვირად ფასობს. ტელევიზორსა და ინტერნეტში არის რაღაცები, რომლებიც სიმართლეს არ შეესაბა
მება, მაგრამ მე ამას ვღებულობ.

გადავწყვიტე, დამემთავრებინა, მაგრამ მე და მაურო მაინც ოჯახი ვიქნებით. არ იყო შეცდომა მეტის ცდა, როცა სიყვარული იყო. არაფერს ვნანობ... ეს წლები ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო იყო, მაგრამ ახლა მარტო უნდა ვიყო.

არ არსებობს ბოროტმოქმედი ან მესამე მხარე. ჩვენი ურთიერთობა ყოველთვის უფრო ძლიერი იყო, ვიდრე გარედან ჩანდა. ჩემი პრიორიტეტი ყოველთვის ჩემი შვილები იყვნენ და ახლა ეს ასე უფრო მეტად იქნება. გმადლობთ პატივისცემისთვის", - თქვა ნარამ.
მკითხველის კომენტარები / 14 /
ამ ქალზე როცა არაფერს წერთ, იმ ღამით დაძინება მიჭირს ხოლმე...
დდდ
11:38 12-07-2024
2
ოხ ერთი ეს ნარა გაგვათხოვებინა სადმე სარფიანად და ჭიპზე ხახუნი არ მოაკლდეს. მეტი რაღა გვინდა სპორტალის მკითხველებს, რას დავისვენებთ.
G.LA
18:02 12-07-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული