ლუკაკუს "ნაპოლიში" "კვარაზე" მაღალი ანაზღაურება ექნება - ბელგიელმა "პარტენოპეისთან" პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა

AutoSharing Option
"ჩელსის" ფორვარდი რომელუ ლუკაკუ დიდი ალბათობით, კარიერას "ნაპოლიში" გააგრძელებს, ჯანლუკა დი მარციოს ცნობით, ბელგიელმა ნეაპოლურ კლუბთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა და ტრანსფერი მას შემდეგ გაოფიციალურდება, რაც "პარტენოპეის" ვიქტორ ოსიმენი დატოვებს. თავის მხრივ, ნიგერიელს "პარი სენ ჟერმენში" გადასვლა სურს და კლუბები ტრანსფერზე აქტიურად მუშაობენ.

დი მარციოს ცნობით, ლუკაკუს ანაზღაურება "ნაპოლიში" ბონუსების გარეშე 6 მილიონი ევრო იქნება. "პარტენოპეი" კი კვარაცხელიას ამ მომენტისთვის 5.5 მილიონ ევროს სთავაზობენ.

ფაბრიციო რომანოს ცნობით, ოსიმენის ტრანსფერთან დაკავშირებით "ნაპოლისა" და პსჟ-ს შორის დასკვნითი მოლაპარაკებები მომდევნო კვირაში გაიმართება.

შეგახსენებთ,
კვარაცხელიას "პარტენოპეისთან" მიმდინარე ხელშეკრულება 2027 წლის ზაფხულში ეწურება, მხარეები ჯერჯერობით ახალ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით შეთანხმებას ვერ ახერხებენ.

altკვარაცხელია, რომელიც მძიმე მატჩშიც შესამჩნევია და რატომ არაა მისი ქება სახიფათო - დგება ახალი გამოწვევების დრო?!

altუეფას პრეზიდენტი: საქართველოს ნაკრებმა და კვარაცხელიამ ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინეს

alt"დე ლაურენტისი კვარაცხელიაზე ამას შემპირდა..." - რა განაცხადა ანტონიო კონტემ ქართველზე?

მკითხველის კომენტარები / 11 /
ლუკაკუ ოსიმენს სისწრაფეში ბევრად ჩამორჩება,პირველ ტაიმამდე გაძლებს,რა ქნას ასაკიანი კაცია )))) ეგ ყველაფერი "ლაურას" მაიმუნობა მგონია ჟურნალისტებისათვის გადაგდეული ძვალი
სვანსკი
10:28 22-07-2024
1
ეს ლუკაკუ ნასკებივით იცვლის კლუბებს.
გელა
18:10 21-07-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული