წყაროს ცნობით, ამის მიზეზი "ბლაუგრანას" რთული ფინანსური მდგომარეობაა. "ბარსას" ახალ მწვრთნელს, ჰანსი ფლიკს, შემადგენლობის გაახალგაზრდავება სურს. გერმანელი სპეციალისტის სურვილით, კლუბის სპორტული დირექტორი დეკუ დანი ოლმოსა და ნიკო ვილიამსის ტრანსფერებზე მუშაობს.
შეგახსენებთ, გიუნდოგანს "ბარსელონასთან" კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.