"ნაპოლი" უდიდეს შეცდომას უშვებს" - ფედელემ "პარტენოპეი" გააფრთხილა

AutoSharing Option
ცნობილმა საფეხბურთო აგენტმა და "პარმას" ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა ენრიკო ფედელემ Radio Marte-სთან ინტერვიუში "ნაპოლის" შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, "პარტენოპეი" ოსიმენის გაყიდვითა და მის შემცვლელად რომელუ ლუკაკუს დამატებით, უდიდეს შეცდომას დაუშვებს.

"პარი სენ ჟერმენმა" იცის, რომ ოსიმენს არჩევანი არ აქვს, რადგან ნიგერიელს საუდის არაბეთში თამაში არ სურს. დე ლაურენტისი ამაზე კარგად უნდა დაფიქრდეს.

მოდით, ვივარაუდოთ, რომ ოსიმენის გაყიდვით "ნაპოლი" 90 მილიონ ევროს მიიღებს, 35 მილიონად კი ლუკაკუს შეიძენს, დამატებით 30 მილიონი კი ბელგიელის ხელფასზე დაიხარჯება. დარწმუნებული ხართ, რომ რომელუ ამდენი ღირს?
"ნაპოლი" ოსიმენთან ერთად სრულიად განსხვავებული გუნდია.

ვიქტორი "ნაპოლის" შეტევებს უძღვება, როდესაც ნიგერიელი მოედანზეა, "პარტენოპეის" შეტევები 50%-ით უფრო სახიფათო ხდება. ამიტომ ვფიქრობ, რომ დე ლაურენტისი მისი გაყიდვით და ლუკაკუს დამატებით უდიდეს შეცდომას დაუშვებს", - განაცხადა ფედელემ.

შეგახსენებთ, ბოლო ინფორმაციით, ლუკაკუმ "ნაპოლისთან" პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა და "პარტენოპეი" მის ტრანსფერს ვიქტორ ოსიმენის გასხვისების შემდეგ დახურავს.

altხვიჩას ნეაპოლური ხვედრი - იმედი, დამოკიდებულება და ფედელეს გამონათქვამი

alt"თუ კონტე ამას გააკეთებს, "ნაპოლი" ბევრ გოლს გაუშვებს" - ფედელემ "პარტენოპეი" გააფრთხილა

alt"დარწმუნებული ხართ, რომ ეს სიმართლეა?" - ფედელემ "კვარაზე" ისაუბრა

მკითხველის კომენტარები / 2 /
"ლუკაკუს ხელფასზე 30 მილიონი დაიხარჯება!"სწორად არის თარგმნილი?
სოსო
15:03 07-08-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული