წყაროს ცნობით, "არისტოკრატები" "ინდიელებს" 40 მილიონ ევროს გადაუხდიან.
საპირისპიროდ, "ლურჯების" რიგებიდან კონორ გალაჰერი კარიერას "როხიბლანკოში" გააგრძელებს. ინგლისელი ფეხბურთელი კლუბებს შორის ფელიქსზე შეთანხმებას ელოდებოდა და მას შემდეგ რაც ყველაფერი მოგვარდა, ინგლისელის ტრანსფერს წინ აღარაფერი დაუდგება.
შეგახსენებთ, ფელიქსი "ჩელსის" ღირსებას 2023 წელს იჯარის წესით იცავდა, მაშინ პორტუგალიელმა 23 მატჩში 4 გოლის გატანა მოახერხა.