საქართველოს ნაკრებში რომ არ ეთამაშა - ანტალ იააკობიშვილს უნგრეთის ეროვნულ გუნდში უხმეს

AutoSharing Option
15 ივლისს Geo Team-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ "ჟირონას" 20 წლის ცენტრალური მცველი ანტალ იააკობიშვილი (სიმაღლე 193 სმ) საქართველოს ნაკრებში თამაშს განიხილავს, თუმცა ეს შეიძლება არ მოხდეს.

ანტალ იააკობიშვილი 7 სექტემბერს გერმანიასთან და 10 სექტემბერს ბოსნია და ჰერცეგოვინასთან ერთა ლიგის მატჩებისთვის უნგრეთის ნაკრების მწვრთნელმა მარკო როსიმ გამოიძახა და თუ რომელიმე შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს, შემდგომში "ჯვაროსნების" რიგებში ასპარეზობის უფლება არ ექნება.

მადიართა თავკაცმა განაცხადა, რომ მისთვის მთავარია ფეხბურთელს კლუბში სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეს, იაკობიშვილმა ყველა წინასასეზონო სპ
არინგში მიიღო მონაწილეობა, ოფიციალურ მატჩებში თავის წარმოჩენის შანსი არ ეძლევა, თუმცა ახალგაზრდებზე იმედებს ამყარებს და ანტალის ეროვნულ გუნდში გამოძახების დრო დადგა.

როგორც ჩანს, მისი უნგრეთის ეროვნულ გუნდში ხმობის განსაკუთრებული აუცილებლობა არ არსებობდა, მაგრამ უნგრეთის ფეხბურთის ფედერაციამ თავი დაიზღვია და პრევენციულ ზომას მიმართა.

ანტალი უნგრეთშია დაბადებული, ამ ქვეყნის ასაკობრივი ნაკრებების წევრი იყო, მისი ძმა, აარონ იააკობიშვილი კი "ბარსელონას" დუბლების მეკარეა.

მკითხველის კომენტარები / 11 /
სადაც გული მიუწევს ადამიანს იქ უნდა ითამაშოს.. მე რუსეთის ახალგაზრდულის მწვრთნელი მელაპარაკა რო მეთამაშა 15 წლამდელებში მაგრამ მე სხვა დროშის ქვეშ ვერასდროს ვერ ვითამაშებდი და მაგიტომაც ვარ ეხლა სპორტალზე და ვკომენტირებ...მაგრამ მაინც იგივეს გავიმეორებ იგივე რო იყოს ეხლაც იგივეს გავაკეთებდიი მე მხოლოდ საქართველო მიყვარს იმიტომ რო მე ქართველი ვარ და ვამაყობ ჩემი ქართველობით მთელი ცხოვრებააააა...
სიმართლე
22:15 27-08-2024
1
დედა უნგრელი ყავს მამა ქსრთველი ებრაელი უნგრეთში დაიბადა იქ გაიზარდა უნგრეთის ადაკობრივ ნაკრებში აქ ნათამაშები დღეს მიაღწია იმას რომ პირველ ნაკრებში გამოიძახეს რაშუაშია ის რომ იმიტომ გამოიძახეს რო ქართველებს რო არ გამოეძახებინათო მისი სამშობლო უნგრეთი და ისრაელია ასე რომ იქ ატი გამოძახებული სადაც გამოსაძახებელი იყო
გიორგი
21:27 27-08-2024
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული