რომანო: "ალ აჰლი" და "ნაპოლი" ყველა დეტალზე შეთანხმდნენ - ოსიმენს არაბეთში სამედიცინო შემოწმებაზე ელოდებიან

AutoSharing Option
ვიქტორ ოსიმენი, დიდი ალბათობით, კარიერას საუდის არაბეთის ჩემპიონატში გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

წყაროს ცნობით, "ალ აჰლი" და "ნაპოლი" ყველა დეტალზე შეთანხმდნენ. არაბული კლუბი "პარტენოპეის" ნიგერიელის სანაცვლოდ 80 მილიონ ევროს გადაუხდის, თავად ოსიმენი კი "ალ აჰლისთან" 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, ხელფასის სახით კი 25-30 მილიონ ევრომდე გამოიმუშავებს.

ამ შეთავაზებაზე ოსიმენის პასუხი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ტრანსფერის შანსს ზრდის ის გარემოებაც, რომ "ალ აჰლი" ვიქტორის მთავარ მოთხოვნას, კონტრაქტში გამოსასყიდი პუნქტის ჩადებასაც დათანხმდა.

რომანოს ცნობით, არაბული კლუბი ოსიმენს სამედიცინო შემოწმებაზე ელოდება.

შეგახსენებთ,
ფეხბურთელით "ჩელსიც" ინტერესდება, თუმცა "ლურჯებს" ოსიმენის დამატება მხოლოდ იჯარის წესით სურს.

altFinita La Commedia - ოსიმენი მიდის იქ, სადაც ჯუღელმა უწინასწარმეტყველა?

altოსიმენი ფასდაკლებით - ვიქტორს პსჟ-ში უნდა, მაგრამ უნდა კი ის პარიზულ კლუბს?

alt"ოსიმენი ნობათი კი არაა, საფოსტო გზავნილივით გააგზავნონ" - ვიქტორი და მისი აგენტი გაჯიუტდნენ

მკითხველის კომენტარები / 8 /
ლეღვს არა აქვს იმდენი ფოთოლი, ოსიმენს რომ ჰყოლია ერთ ადგილზე ამფარებლები აქ. თან ჯუღელს ლანძღავენ უსამართლოდ. საღოლ თქვენ.
alejandro
16:34 30-08-2024
1
კომენტარებს ვკითხულობ ოსიმენას ფანკლუბია. ჯერ ერთი წელიწადში 5 მილიონი თუ გეცოტავებათ კარგად კი არა მაგრად გქონიათ საქმე. მერე მეორე თუ ფული გინდა და არა ფეხბურთის თამაში მაშინ კვარაზე და ჯუღელზე კი არა მთელი ევროპის მაშტაბით მოთამაშე ფეხბურთელებზე და აგენტებზე მაგარი ყოფილა თქვენი ვიქტორი და მისი აგენტი. ეგეთი ხელფასი ევროპაში სულ 10 ფეხბურთელს ექნება. მარა ვიქტორას ფანები და კვარას მკბენარები რატომღაც იმას არ ამბობენ რომ ვიქტორია ევროპაში არავის ჭირდება თორე მაგის 100 მილიონის გადახდა ბევრს შეუძლია. სულ უსახელო ფეხბურთელებში 50 მილიონს ისე იხდიან გეგონება 50 ცენტი იყოს. და ბოლოს არაბეთში წლიურ 25 მილიონს ჯობია ევროპაში წლიური 5 მილიონი თუ ფეხბურთის თამაში გინდა
ლაშა
16:14 30-08-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული