მბაპეს სადებიუტო გოლი ლა ლიგაში - "რეალმა" "ბეტისი" ფრანგის დუბლით დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის მე-4 ტურში "რეალმა" "ბეტისს" უმასპინძლა და კილიან მბაპეს დუბლით 2:0 დაამარცხა.

პირველი ტაიმი "ბლანკოსის" უპირატესობით წარიმართა, თუმცა კარლო ანჩელოტის გუნდმა პირველი ნახევრის მოგება ზედიზედ მესამე შეხვედრაში ვერ მოახერხა.

მეორე ტაიმში "სამეფო კლუბი" გააქტიურდა, 67-ე წუთზე ფედე ვალვერდემ ქუსლით მბაპეს ეფექტური გადაცემა გაუკეთა და ფრანგმაც "თეთრების" რიგებში ლა ლიგაში სადებიუტო გოლი გაიტანა.

73-ე წუთზე "ბეტისის" საჯარიმოში ვინისიუს ჟუნიორი წააქციეს და თერთმეტმეტრიანი დაინიშნა. ბრაზილიელმა პენალტის შესრულების უფლება მბაპეს დაუთმო და ფრანგმაც შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ცნობისთვის, "რეალს" ლა ლიგაში უკვე
36-მატჩიანი დაუმარცხებელი სერია აქვს.

ამრიგად, 4 ტურის შემდეგ მადრიდის "რეალი" ლა ლიგის ცხრილში 8 ქულით მეორე ადგილს იკავებს და ჩემპიონატის ლიდერ "ბარსელონას" 4 ქულით ჩამორჩება, კარლო ანჩელოტის გაწვრთნილი გუნდი მორიგ შეხვედრას 14 სექტემბერს, სტუმრად, "სოსიედადის" წინააღმდეგ გამართავს.

"ბეტისი" 2 ქულით მე-17 ადგილზეა. "სევილიელები" 13 სექტემბერს, "ლეგანესს" უმასპინძლებენ.
მკითხველის კომენტარები / 2 /
საზიზღრად თამაშობს რეალი. ვინმეს მოგწონთ მათი თამაში?
შავი გუნდი თეთრი მწვრთნელით
16:40 02-09-2024
0
ორი ნაღდი პენალტი რომ არ დანიშნა მსაჯმა გაკვრით მაინც გეხსენებინათ, ვიდეოში კარგად ჩანს ორივე მომენტი.
გიო
11:56 02-09-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული