ლუის სუარესმა სანაკრებო კარიერა დაასრულა - 2026-ის მსოფლიო ჩემპიონატზე შესაძლოა, კრიშტიანო რონალდოც არ იყოს

AutoSharing Option
37 წლის ასაკში მაიამის "ინტერის" ურუგვაელმა ფორვარდმა ლუის სუარესმა გვამცნო, რომ სანაკრებო კარიერას ასრულებს.

ის ბოლოჯერ თავისი ქვეყნის ღირსებას 7 სექტემბერს დაიცავს, როდესაც ურუგვაის ნაკრები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში პარაგვაის უმასპინძლებს.

სუარესი ეროვნული გუნდის ღირსებას 2007 წლიდან იცავდა და ამ დროიდან მოყოლებული, ჩატარებულ 142 შეხვედრაში თავი 69 გოლით გამოიჩინა.

უკვე გაირკვა, რომ სუარესის სახით მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატს დიდი ვარსკვლავი დააკლდება, მაგრამ გუშინ მასზე უფრო სახელოვანმა კრიშტიანო რონალდომაც განაცხადა, რომ ჯერ არ იცის, ითამაშებს თუ არა 2026-ში
მუნდიალზე.
მკითხველის კომენტარები / 10 /
ლუისისთვის ეს ნაღდად რთული იქნება. მაგრამ ყველა სპორცმენს უწევს ამ ნაბიჯის გადადგმა მათ კარიერაში. როცა ხვდებიან ნაკრებში ისინი უკვე ვერაფერს გააკეთებენ. და დროა ახალ თაობას გადასცენ პედისტალი. რაც შეეხება კრიშტიანო რონალდოს, ის ნაღდად უნდა ფიქრობდეს ნაკრებიდან წასვლაზე. ეს არის ერთადერთი ფეხბურთელი რომელიც კი არ ეხმარება მის საკუთარ ნაკრებს არამედ აუბედურებს მას. კარგით რა ვერც კი დარბის ნაკრების ფორმაში ისე როგორც სურს. თან ისე მოქნილი აღარ არის როგორიც იყო ესპანეთში მოღვაწეობის პერიოდში. ამიტომ ნუ გამოჰყავთ ეგ ფეხბურთელი იდეალურად ეგრე ნაღდად არაა. მისი სანაკრებო დამთავრება პორტუგალიას დაეხმარება პირველ რიგში.
ქეთევან
02:37 05-09-2024
0
კრისტიანო ითამაშებს და ფინალსაც ითამას=შებს ვალი უნდა დაუბრუნონ კრისტიანოს , მესი რო გახადეს ჩემპიონი ჩაწკობილი მსოფლიოთი იგივენაირად კრისტინას ეკუთვნის დიდი მედალი და დაიმახსოვრეთ ეს პოსთი პროფესორებო )!
ქართველი კაცუნები,,,
02:03 04-09-2024
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული