"საუკეთესო ფორმაში არ ვართ, მეტოქემ ჩვენი შეცდომებით ისარგებლა" - დეშამი იტალიის ნაკრებთან მარცხის შემდეგ

AutoSharing Option
გუშინ, 6 სექტემბერს, ერთა ლიგის პირველ ტურში საფრანგეთი შინ იტალიასთან 1:3 დამარცხდა. "მამლების" მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"ფაქტებს უნდა დავეყრდნოთ, შეხვედრა კარგად დავიწყეთ, შემდეგ შეცდომები დავუშვით და ამით მეტოქემ ისარგებლა.

იტალიის ნაკრები კარგად ორგანიზებული გუნდია და კონტრშეტევებზე დაგვსაჯეს.

პასუხისმგებლობას არასდროს გავურბოდი. მატჩამდეც ვიცოდი, რომ საუკეთესო ფორმაში არ ვიყავით. მეორე ტაიმში ბევრი ორთაბრძოლა წავაგეთ. დაცვაშიც უამრავი შეცდომა დავუშვით", - განაცხადა დეშამმა.

შეგახსენებთ, საფრანგეთის ნაკრები ერთა ლიგაზე მორიგ შეხვედრას 9 სექტემბერს, ბელგიის წინააღმდეგ გამართავს.

იტალიის ნაკრები ამავე ტურნირზე
9 სექტემბერს, ისრაელს დაუპირისპირდება.

alt"რატომ არ იძახებთ ნაკრებში იაპონელებს?!" - მაკრონის მეუღლემ დიდიე დეშამი შოკში ჩააგდო

altდეშამი: რთულია თქვა, რომ მესი რონალდოსა და მბაპეზე უკეთესია

altდეშამი: ეს ის არგენტინა არაა, რომელსაც ოთხი წლის წინ ვეთამაშეთ

მკითხველის კომენტარები / 4 /
შეცდომა დი ლორენცოს როარ დაეშვა, სამით ნოლი იქნებოდა იტ. სასარგებლოდ. მბაპე არ დაგეკარგოს მბაპე.
მალხაზ ჯობავა
12:43 07-09-2024
0
სასწრაფოდ მბაპეს, ოქროს ბურთი! იტალიასთან დაგლიჯა!
ასეა!
13:06 07-09-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული