"ბოდიშს ვიხდი, ყველა მატჩში გოლს ვერ გავიტან, ევროპაში ბევრად უკეთესი მოედნებია" - ვინისიუსი პარაგვაისთან მარცხის შემდეგ

AutoSharing Option
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბრაზილიის ნაკრები პარაგვაისთან 0:1 დამარცხდა. შეხვედრის შემდეგ "სელესაოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ვინისიუს ჟუნიორმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

"ასე აღარ უნდა ვითამაშოთ, რთულ სიტუაციაში ვართ. კრიტიკა უნდა მივიღოთ და უკეთესები გავხდეთ.

ჩემი პოტენციალი კარგად ვიცი და ბრაზილიის ნაკრებისთვის ყველაფერს ვაკეთებ. გოლს ყოველთვის ვერ გავიტან, ამის გამო ბოდიშს ვიხდი. ეს ისეთი მარტივი არაა, როგორიც ერთი შეხედვით ჩანს.

ევროპაში ფეხბურთს უფრო სწრაფად თამაშობენ, იქ ბევრად უკეთესი მოედნებია, ვიდრე ჩვენთან", - ციტირებს ვინისიუსის სიტყვებს Globo Esporte.

altჯერ "ოქროს ბურთი", მერე

შესაძლოა საუდის არაბეთი - ვინისიუსი ამ ზაფხულს არსად წასვლას არ აპირებს

alt"თამაში საშინელ სტადიონებზე გვიწევს, მსაჯები ჩვენს წინააღმდეგ არიან" - ვინისიუსი

მკითხველის კომენტარები / 3 /
ეს, სულ როგორ წუწუნებს?
ლევანი
14:46 11-09-2024
1
მოედნები ყველასთვის ერთნაირია, ჰავა და აკლიმატიზაცია რომ ეთქვა, კიდევ ჰო... უბრალოდ ნაკრებში ფულს არ გიხდიან და ბოლო 5 თამაშიდან 4-ს რომ წააგებ, ბოდიშის სათქმელადაც არ უნდა გამოყო ეგ მოწინავე იდეებით გამოტენილი თავი...
დდდ
14:21 11-09-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული