მარიო რუიმ და ოსიმენმა შეიძლება ისევ ერთად ითამაშონ

AutoSharing Option
"ნაპოლიმ" 33 წლის მცველის, მარიო რუის შეძენა "გალათასარაის" შესთავაზა, - იტყობინება ჟურნალისტი ნიკოლო სკირა.

სტამბოლური კლუბი პორტუგალიელთან კონტრაქტის გაფორმებაზე ფიქრობს და აგრეთვე, "რომას" პოლონელი ნახევარმცველის, ნიკოლა ზალევსკის ტრანსფერზე მუშაობს.

მარიო რუის "ნაპოლისთან" ხელშეკრულება 2026 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული. შეგახსენებთ, "გალათასარაიმ" "ნაპოლისგან" თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმენი იჯარით აიყვანა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული