ლამპარდი, პოტერი თუ ჰაუ? - ვინ გაწვრთნის ინგლისის ნაკრებს

AutoSharing Option
ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია მოლაპარაკებებს სამ სპეციალისტთან - ედი ჰაუსთან, ფრენკ ლამპარდთან და გრემ პოტერთან აწარმოებს. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ინგლისის საფეხბურთო ნაკრების ამჟამინდელი დროებითი მთავარი მწვრთნელი ლი კარსლი საკუთარ სამუშაოს თავს წარმატებით ართმევს, ასოციაციას მთავარი მწვრთნელის როლში უფრო გამოცდილი სპეციალისტის ხილვა სურს.

გამოცემის ინფორმაციით, ინგლისელთათვის საოცნებო ვარიანტი პეპ გვარდიოლაა, თუმცა ესპანელი "სიტის" დატოვებას ჯერჯერობით არ გეგმავს.

ჯერჯერობით უცნობია, რომელ კანდიდატს ანიჭებს ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია უპირატესობას.

შეგახსენებთ, ინგლისი ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა გარეთ საუთგეიტმა თანამდებობა
ევროპის ჩემპიონატის ფინალში ესპანეთთან მარცხის შემდეგ დატოვა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მაინც არაფერი ეშველებათ!
ლაშა
17:49 12-09-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული