"ნაპოლიში" დარჩენით დიდი შეცდომა დაუშვა" - კასანომ "პარტენოპეის" ფეხბურთელზე ისაუბრა

AutoSharing Option
ვეტერანმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ Viva el Futbol-თან ინტერვიუში "ნაპოლის" კაპიტნის, ჯოვანი დი ლორენცოს შესახებ ისაუბრა.

იტალიის ნაკრების ყოფილი ფორვარდის თქმით, განაპირა მცველს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "პარტენოპეი" აუცილებლად უნდა დაეტოვებინა.

"დი ლორენცომ "ნაპოლიში" დარჩენით დიდი შეცდომა დაუშვა. საჩემპიონო სეზონის შემდეგ საშინელი წელი ჰქონდა. ჯოვანის ზაფხულში გუნდიდან წასვლა სურდა, თუმცა ბოლოს გადაიფიქრა. ვიმეორებ, მან დიდი შეცდომა დაუშვა", - განაცხადა კასანომ.

შეგახსენებთ, დი ლორენცოს "პარტენოპეისთან" მიმდინარე ხელშეკრულება 2028 წლამდე აკავშირებს.

altკონტემ თავისი გაიტანა - დი ლორენცომ "ნაპოლიში" დარჩენა გვაუწყა, ხვიჩას ამბავიც თითქმის საბოლოოდ

გადაწყდა

altანტონიო კონტე კვარაცხელიასა და დი ლორენცოზე: საუკეთესო ფეხბურთელების გასხვისება ნონსენსია

alt"დე ლაურენტისს უკვე ვაცნობე, დი ლორენცოს "ნაპოლიდან" წასვლა სურს" - ჯოვანის აგენტი

მკითხველის კომენტარები / 5 /
დღეს დანიშნულია ლაურენტისის პრესკონფერენცია სადაც ილაპარაკებს მარიო რუიზე მაკტომინეიზე და პირველ რიგში კვარას კონტრაქტზე ეხლა ვუყურებ კალჩონაპოლის პირდაპირ გადაცემას ემზადებიან ლაურას მოსასმენად და კომენტატორებიც და მაყურებლებიც კომენტარებში იძახიან რომ კვარა უნდა დამორჩილდეს ლაურას პირობებს და "პატივი სცეს ნაპოლის" @ რომ "ლაურენტისი დიდი პრეზიდენტია" და კვარამ რასაც მიაღწია ლაურას გამო მიაღწიაო(!!!) მოკლედ ხვიჩამ რაც შეიძლება სწრაფად უნდა დატოვოს ის უმადური ღორები და ამისთვის არავითარ შემთხვევაში არ დათანხმდეს ისეთ კონტრაქტს სადაც არ იქნება გამოსასყიდი თანხა მაქსიმუმ 100 მილიონი ! თუ არ ჩააწერინებს ამ პუნქტს მაშინ 2029 წლამდე დარჩება იმ უმადურ ღორებთან რომლებსაც უკვე დაავიწყდათ ვინ გახადა ნაპოლი ჩემპიონად @ სპალეტი ოსიმენი ლობოტკა და სხვები მანამდეც იყვნენ ნაპოლიში პლიუს იმ ვარსკვლავებთან ერთად რომლების წავიდნენ 2022 წელს და რატომ მანამდე ვერ გახდნენ ჩემპიონები? ერთადერთი კომენტარი წავიკითხე სადაც ტიპს უკვირს--რატომ თანხმდება კვარა 1 მილიონს როცა ოსიმენს 10 მილიონს უხდიდნენო ? და ისიც ალბათ ქართველია მეც მინდოდა დამეწერა რაღაცა და გამელანძღა ცხელ გულზე ის დაუნაცხავი უმადურები მაგრამ თავი შევიკავე კვარას ეხლა არანაირად არ ჭირდება რომ ქართველებმა ლანძღონ ლაურა და ნაპოლის ფანები ! ჯერჯერობით მოვითმინოთ ვნახოთ რა მოხდება და ლანძღვას ყოველთვის შევძლებთ !
zura222
18:37 12-09-2024
4
წავიდა კიმინჯე და რა ? საერთოდ დაიკარგა ,დუბლიორად იქცა.
ვახსიმონტო
16:54 12-09-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული