"ნაპოლიში" დარჩენით დიდი შეცდომა დაუშვა" - კასანომ "პარტენოპეის" ფეხბურთელზე ისაუბრა

AutoSharing Option
ვეტერანმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ Viva el Futbol-თან ინტერვიუში "ნაპოლის" კაპიტნის, ჯოვანი დი ლორენცოს შესახებ ისაუბრა.

იტალიის ნაკრების ყოფილი ფორვარდის თქმით, განაპირა მცველს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "პარტენოპეი" აუცილებლად უნდა დაეტოვებინა.

"დი ლორენცომ "ნაპოლიში" დარჩენით დიდი შეცდომა დაუშვა. საჩემპიონო სეზონის შემდეგ საშინელი წელი ჰქონდა. ჯოვანის ზაფხულში გუნდიდან წასვლა სურდა, თუმცა ბოლოს გადაიფიქრა. ვიმეორებ, მან დიდი შეცდომა დაუშვა", - განაცხადა კასანომ.

შეგახსენებთ, დი ლორენცოს "პარტენოპეისთან" მიმდინარე ხელშეკრულება 2028 წლამდე აკავშირებს.

altკონტემ თავისი გაიტანა - დი ლორენცომ "ნაპოლიში" დარჩენა გვაუწყა, ხვიჩას ამბავიც თითქმის საბოლოოდ

გადაწყდა

altანტონიო კონტე კვარაცხელიასა და დი ლორენცოზე: საუკეთესო ფეხბურთელების გასხვისება ნონსენსია

alt"დე ლაურენტისს უკვე ვაცნობე, დი ლორენცოს "ნაპოლიდან" წასვლა სურს" - ჯოვანის აგენტი

მკითხველის კომენტარები / 3 /
წავიდა კიმინჯე და რა ? საერთოდ დაიკარგა ,დუბლიორად იქცა.
ვახსიმონტო
16:54 12-09-2024
0
შეიკნე სილამ იბერიაში დარჩენით დიდი შეცდომა დაუშვა
Zurab ionanidze
16:00 12-09-2024
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული