35 წლის პერიშიჩი კარიერას პსვ-ში გააგრძელებს

AutoSharing Option
ხორვატიის ნაკრების 35 წლის ნახევარმცველი ივან პერიშიჩი თავისუფალი აგენტის სტატუსით პსვ-ში გადავიდა, - ამის შესახებ კლუბის საიტი იტყობინება.

ნიდერლანდურმა კლუბმა პერიშიჩს ერთწლიანი კონტრქტი გაუფორმა. ის ბოლოს "ჰაიდუკში" თამაშობდა, რომელიც მწვრთნელთან, ჯენარო გატუზოსთან კონფლიქტის გამო დატოვა.

"იმისათვის, რათა ასეთი გამოცდილება გქონდეს, კარგი ფეხბურთელი უნდა იყო, რომელიც თითქმის ყოველთვის ფორმაშია. წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთ შედეგს ვერ მიაღწევ", - თქვა პსვ-ის დირექტორმა ერნესტ სტიუარტმა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული