35 წლის ხორვატი ნახევარმცველი ივან პერიშიჩი კარიერას ნიდერლანდურ პსვ-ში განაგრძობს. ვეტერანი ფეხბურთელი თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობდა და "ეინდჰოვენს" სრულიად უსასყიდლოდ მიაშურა.
პერიშიჩი ბოლოს სამშობლოში "ჰაიდუკში" ბურთაობდა, მაგრამ გუნდის მთავარ მწვრთნელ ჯენარ გატუზოსთან კონფლიქტის შემდეგ სპლიტური კლუბი დატოვა.
პსვ 5 ტურის შემდეგ ქულების მაქსიმალური რაოდენობით ნიდერლანდების ჩემპიონატის ლიდერია.